ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

თამარ იოსელიანი: საქართველოს რკინიგზას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს შუა დერეფნისთვის, აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანია რკინიგზის გამტარუნარიანობის გაორმაგება და შესაბამისად, ქვეყნის გადაკვეთის დროის შემცირება

საქართველოს რკინიგზა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, თამარ იოსელიანის განცხადებით, საქართველოს რკინიგზაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი რეფორმები და შესყიდვები განხორციელდა. მისი თქმით, მიზანია რკინიგზის გამტარუნარიანობის გაორმაგება და შუა დერეფნის ეფექტიანობის გაზრდა.

თამარ იოსელიანი: საქართველოს რკინიგზას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს შუა დერეფნისთვის, აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანია რკინიგზის გამტარუნარიანობის გაორმაგება და შესაბამისად, ქვეყნის გადაკვეთის დროის შემცირება
თამარ იოსელიანი: საქართველოს რკინიგზას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს შუა დერეფნისთვის, აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანია რკინიგზის გამტარუნარიანობის გაორმაგება და შესაბამისად, ქვეყნის გადაკვეთის დროის შემცირებარუსთავი 2

„საქართველოს რკინიგზაში უმნიშვნელოვანესი რეფორმები ჩატარდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ახალმა მენეჯმენტმა შესაბამისი ნაბიჯები გადადგა როგორც საკადრო ოპტიმიზაციის კუთხით, ასევე შესყიდვების მიმართულებით, რამაც დიდი დანაზოგი მოუტანა საქართველოს რკინიგზის ბიუჯეტს“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა განაცხადა.

საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე რეფორმებზე საუბრისას მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ გაუმჯობესებულია კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები და გაორმაგებულია რკინიგზის წმინდა მოგება. თამარ იოსელიანი ასევე აქცენტს იმ მნიშვნელოვან ისტორიულ პროექტებზე აკეთებს, რომლებსაც საქართველოს რკინიგზა ახორციელებს.

„დასრულდა უღელტეხილის მოდერნიზაციის პროექტი, ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი გაეშვა სრულ ექსპლუატაციაში, 6-წლიანი პაუზის შემდეგ აღდგა ბაქო-თბილისი სამგზავრო მატარებელი. ასევე თბილისი-ბათუმის მიმართულებაზე შემცირდა სამგზავრო დრო 5,5 საათიდან 4 საათამდე. ასევე მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით, პირველად საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, საქართველოს რკინიგზა შეიძენს 50-მდე ახალ ლოკომოტივს და შესაბამისად, განაახლებს სავაგონო პარკს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

თამარ იოსელიანის განცხადებით, გაწეული სამუშაოების შედეგები უკვე სახეზეა - გამოცხადებულია ლოკომოტივების შესყიდვისთვის შესაბამისი ტენდერი და შეძენილია ახალი 200 ვაგონი. მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ შესყიდვა პირდაპირ მწარმოებელთან დაკონტრაქტდა და შესაბამისად, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი რესურსი დაიზოგა, რაც ასევე საქართველოს რკინიგზის განვითარებას მოხმარდება.

„წლის ბოლომდე ჩვენ ვგეგმავთ დამატებით 200 ახალი ვაგონის შესყიდვას, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობას. საქართველოს რკინიგზას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს შუა დერეფნისთვის, აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანია რკინიგზის გამტარუნარიანობის გაორმაგება და შესაბამისად, ქვეყნის გადაკვეთის დროის შემცირება“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საქართველოს რკინიგზაში უმნიშვნელოვანესი რეფორმები ჩატარდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ახალმა მენეჯმენტმა შესაბამისი ნაბიჯები გადადგა როგორც საკადრო ოპტიმიზაციის კუთხით, ასევე შესყიდვების მიმართულებით, რამაც დიდი დანაზოგი მოუტანა საქართველოს რკინიგზის ბიუჯეტს“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„დასრულდა უღელტეხილის მოდერნიზაციის პროექტი, ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი გაეშვა სრულ ექსპლუატაციაში, 6-წლიანი პაუზის შემდეგ აღდგა ბაქო-თბილისი სამგზავრო მატარებელი. ასევე თბილისი-ბათუმის მიმართულებაზე შემცირდა სამგზავრო დრო 5,5 საათიდან 4 საათამდე. ასევე მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით, პირველად საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, საქართველოს რკინიგზა შეიძენს 50-მდე ახალ ლოკომოტივს და შესაბამისად, განაახლებს სავაგონო პარკს“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„წლის ბოლომდე ჩვენ ვგეგმავთ დამატებით 200 ახალი ვაგონის შესყიდვას, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობას. საქართველოს რკინიგზას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს შუა დერეფნისთვის, აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანია რკინიგზის გამტარუნარიანობის გაორმაგება და შესაბამისად, ქვეყნის გადაკვეთის დროის შემცირება“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.