Bloomberg: რუსეთი წელს ომზე დაახლოებით 200 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს
Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსეთი წელს თავდაცვაზე დაახლოებით 200 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს, რაც მიმდინარე გეგმებთან შედარებით მაღალი მაჩვენებელია და უკავშირდება იმას, რომ ომის შეჩერება მისთვის მისაღები პირობებით ვერ მოხდება.

მიმდინარე წლის ბოლოსკენ რუსეთის ბიუჯეტიდან თავდაცვაზე გამოყოფილი თანხის მოცულობა 17 ტრილიონ რუბლს, ანუ 199 მილიარდ დოლარს შეადგენს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
როგორც სააგენტო იუწყება, აღნიშნული თანხა 40%-ით აღემატება 2025 წლის ბოლოს დაგეგმილ ასიგნებებს.
თანხის იგივე მოცულობის დახარჯვას ომზე რუსეთი 2027 წელსაც გეგმავს.
Bloomberg-ის ცნობით, მოსკოვს თავიდან გაცხადებული ჰქონდა, რომ თავდაცვაზე ხარჯებს არ გაზრდიდა და ამით ბიუჯეტის დეფიციტს შეამცირებდა, თუმცა ახალი მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ აღნიშნული ამოცანის შესრულება შეუძლებელია.
სააგენტოს ინფორმაციით, მოსკოვში მიმდინარე წელს სამხედრო ხარჯების გაზრდის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ალასკაზე აშშ-რუსეთის მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დარწმუნდა, რომ ომის შეჩერება მოსკოვისთვის მისაღები პირობებით ვერ მოხდება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…