ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

თამთა სოფრომაძე: ბოლო ორი წლის განმავლობაში საერთაშორისო რეზერვების მოცულობა გაორმაგდა და ეს ეროვნული ბანკის რეზერვების დაგროვების პოლიტიკის შედეგია

საქართველოს ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლის, თამთა სოფრომაძის განცხადებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები გაორმაგდა და 8.17 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დაგროვების პოლიტიკის შედეგია.

თამთა სოფრომაძე: ბოლო ორი წლის განმავლობაში საერთაშორისო რეზერვების მოცულობა გაორმაგდა და ეს ეროვნული ბანკის რეზერვების დაგროვების პოლიტიკის შედეგია
თამთა სოფრომაძე: ბოლო ორი წლის განმავლობაში საერთაშორისო რეზერვების მოცულობა გაორმაგდა და ეს ეროვნული ბანკის რეზერვების დაგროვების პოლიტიკის შედეგიაიმედინიუსი

„ბოლო ორი წლის განმავლობაში საერთაშორისო რეზერვების მოცულობა გაორმაგდა და ეს ძირითადად ეროვნული ბანკის რეზერვების დაგროვების პოლიტიკის შედეგია“, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკის და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამთა სოფრომაძემ.

მისი თქმით, რეზერვების ადეკვატურობა ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტორია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიით განსაზღვრული ARA metric-ის მიხედვით, საქართველოს რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელი 128.7%-ს შეადგენს, რაც 100%-იან ზღვარს აღემატება.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის ადეკვატურობის საზომის მიხედვით, რეზერვების არსებული მოცულობა აღემატება 100%-იან ზღვარს და დაახლოებით 129%-ს შეადგენს. ეს მნიშვნელოვანი იქიდან გამომდინარე, რომ რეზერვების ადეკვატურობა ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტორია და შესაბამისად ეროვნული ბანკი ყოველთვის არის კონცენტრირებული იმაზე, რომ საერთაშორისო რეზერვები დააგროვოს და ასევე ეფექტიანად მართოს სარეზერვო აქტივები“, - აღნიშნა თამთა სოფრომაძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, ქვეყნის მთლიანი საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა და 8.17 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რეზერვების მოცულობა 50.5%-ით გაიზარდა, ხოლო წინა თვესთან შედარებით მაჩვენებელი 26.5 მილიონი დოლარითაა გაზრდილი.

საერთაშორისო რეზერვების დაგროვება და სარეზერვო აქტივების ეფექტიანი მართვა ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკის ნაწილია. როდესაც სავალუტო ბაზარი და მაკროეკონომიკური მდგომარეობა ამის შესაძლებლობას იძლევა, ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებს ავსებს.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.