ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის მეწყრულ უბანზე სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე კლდოვანი მასის ჩამოშლის გამო მოძრაობა დროებით აკრძალულია. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს სააღდგენო სამუშაოები, პარალელურად კი გზის ამ მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ტენდერია გამოცხადებული.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუშინ ღამე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე ჩამოვიდა კლდოვანი მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამ დროისთვის, ადგილზე იმყოფებიან საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და კონტრაქტორი ორგანიზაციის წარმომადგენლები. მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში აღდგეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამასთანავე, უკვე გამოცხადებულია ტენდერი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ1-კმ26 მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება 26.5 კმ. სიგრძის გზის სრული რეაბილიტაცია, მათ შორის სპეციალური ღონისძიებები გატარდება აღნიშნული გზის 26-კმ-ზე არსებულ მეწყრულ უბანზე, რაც სრულად მოაგვარებს არსებულ პრობლემებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიავაზიანი-გომბორი-თელავის გზის 26-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის 26-ე კმ-ზე ჩამოსულია კლდოვანი მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ჩამოსულია კლდოვანი მასა - აკრძალულია მოძრაობა
ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის 26-ე კმ-ზე კლდოვანი მასა ჩამოვიდა - მოძრაობა აკრძალულია
ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის 26-ე კმ-ზე მეწყრულ უბანზე სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…