პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის 26-ე კმ-ზე მეწყრულ უბანზე სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურის სამინისტრო

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე კლდოვანი მასის ჩამოშლის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს სამუშაოები. ასევე გამოცხადებულია ტენდერი გზის რეაბილიტაციისთვის, რაც მეწყრული უბნის პრობლემებსაც მოაგვარებს.

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის 26-ე კმ-ზე მეწყრულ უბანზე სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
იმედინიუსი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუშინ ღამე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე ჩამოვიდა კლდოვანი მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამ დროისთვის, ადგილზე იმყოფებიან საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და კონტრაქტორი ორგანიზაციის წარმომადგენლები. მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და სამუშაოები ინეტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში აღდგეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამასთანავე, უკვე გამოცხადებულია ტენდერი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ1-კმ26 მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება 26.5 კმ. სიგრძის გზის სრული რეაბილიტაცია, მათ შორის სპეციალური ღონიძიებები გატარდება აღნიშნული გზის 26-კმ-ზე არსებულ მეწყრულ უბანზე, რაც სრულად მოაგვარებს არსებულ პრობლემებს.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოვაზიანი-გომბორი-თელავის გზის 26-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურივაზიანი-გომბორი-თელავის გზის 26-ე კმ-ზე ჩამოსულია კლდოვანი მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
  3. ტაბულაოპოზიციურივაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ჩამოსულია კლდოვანი მასა - აკრძალულია მოძრაობა
  4. ფორმულაოპოზიციურივაზიანი-გომბორი-თელავის გზის 26-ე კმ-ზე კლდოვანი მასა ჩამოვიდა - მოძრაობა აკრძალულია
  5. რუსთავი 2სამთავრობოვაზიანი-გომბორი-თელავის გზის მეწყრულ უბანზე სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
გზების დეპარტამენტმა საავტომობილო გზების რეაბილიტაციისთვის 4 ტენდერი გამოაცხადაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები