ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გზების დეპარტამენტმა საავტომობილო გზების რეაბილიტაციისთვის 4 ტენდერი გამოაცხადა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საავტომობილო გზების რეაბილიტაციისთვის ოთხი ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ტენდერები შეეხება ვაზიანი-გომბორი-თელავის, რუსთავი-ლემშვენიერას, შუქრუთი-უსახელო-კორბოულის და თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზების სხვადასხვა მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

გზების დეპარტამენტმა საავტომობილო გზების რეაბილიტაციისთვის 4 ტენდერი გამოაცხადა
გზების დეპარტამენტმა საავტომობილო გზების რეაბილიტაციისთვის 4 ტენდერი გამოაცხადარუსთავი 2

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გზების რეაბილიტაციისთვის 4 ელექტრონული ტენდერი გამოცხადა.

ტენდერები გამოცხადდა შემდეგ მონაკვეთებზე:

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ1-კმ26 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება 26.5 კმ. სიგრძის გზის სრული რეაბილიტაცია. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 69 188 499 ლარია.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რუსთავი-ლემშვენიერას საავტომობილო გზის კმ4.6 - კმ13 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია 8.4 კმ. სიგრძის გზის რეაბილიტაცია. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 11 022 910 ლარია.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუქრუთი-უსახელო-კორბოულის საავტომობილო გზის კმ1-კმ19 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომლის ფარგლებშიც რეაბილიტაცია ჩაუტარდება გზის 18.2 კმ-იან მონაკვეთს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 37 306 538 ლარია.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის კმ32-კმ43 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომლის ფაგლებშიც განხორციელდება 12 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 27 328 029 ლარს შეადგენს.

შესყიდვის ბმულები:

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის რეაბილიაცია

რუსთავი-ლემშვენიერას საავტომობილო გზის რეაბილიტაცია

შუქრუთი-უსახელო-კორბოულის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია

თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ხაშური-სურამი-რიკოთის გვირაბის შემოვლითი გზის რეაბილიტაციისთვის ელექტრონული ტენდერი გამოცხადდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები