პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, მოსწავლეთა პროტესტის მიმდინარეობისას ხმოვან-მანათობელი ყუმბარების გამოყენება აიკრძალა

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ლორან ნუნესის გადაწყვეტილებით, მოსწავლეთა პროტესტის დროს ხმოვან-მანათობელი ყუმბარების გამოყენება აიკრძალა მას შემდეგ, რაც 15 წლის მოსწავლემ მძიმე დაზიანება მიიღო. ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს სკოლების დაფინანსებისა და პირობების გაუარესების გამო.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, მოსწავლეთა პროტესტის მიმდინარეობისას ხმოვან-მანათობელი ყუმბარების გამოყენება აიკრძალა
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, მოსწავლეთა პროტესტის მიმდინარეობისას ხმოვან-მანათობელი ყუმბარების გამოყენება აიკრძალაინტერპრესნიუსი

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ლორან ნუნესის გადაწყვეტილებით, მოსწავლეთა პროტესტის მიმდინარეობისას ხმოვან-მანათობელი ყუმბარების გამოყენება აიკრძალა.

გადაწყვეტილება მოჰყვა გავრცელებულ ინფორმაციას 15 წლის მოსწავლის მძიმე დაზიანების შესახებ, რომელმაც არსებული ინფორმაციით, ხელი დაკარგა.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, იარაღი გამოყენება შეჩერებული იქნება იქამდე, „სანამ არ გაირკვევა სიმართლე, თუ რა მოხდა იმ კონკრეტულ შემთხვევაში“.

საუბარია ინციდენტზე, რომელიც ორშაბათს, დილის 11 საათზე, ქალაქ ლანსში მდებარე „ოგიუსტ ბეჰალის“ (Auguste Béhal) პროფესიული სასწავლებლის წინ მოხდა, რომელსაც მოსწავლეები ბლოკავდნენ. სასწავლებლის მეორე კურსის მოსწავლემ ხელის არეში მძიმე დაზიანება მიიღო მას შემდეგ, რაც პოლიციის მიერ გამოყენებულ ყუმბარასთან ჰქონდა კონტაქტი.

ცნობისთვის, საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა - ქუჩებში სკოლის მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლები და მშობლებიც გამოვიდნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი რამდენიმე ქალაქში გამოიყენა, მათ შორის, პარიზში, სტრასბურგში, რენსა და ტულუზაში.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ათობით ქალაქში გამართულ აქციებში 250 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, ორგანიზატორების თქმით კი, მონაწილეთა რაოდენობამ 450 000-ს მიაღწია. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ კანონმდებლებს აცნობა, რომ შეტაკებების შედეგად სულ მცირე 215 მოზარდი და სკოლის პერსონალის 85 წარმომადგენელი დაშავდა. პრემიერის ოფისმა ასევე განაცხადა, რომ დაშავდა 700-ზე მეტი პოლიციელი. მოსწავლეები სკოლების დაფინანსების ნაკლებობას, მასწავლებლების დეფიციტსა და სასწავლო პირობების გაუარესებას აპროტესტებენ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სანამ არ გაირკვევა სიმართლე, თუ რა მოხდა იმ კონკრეტულ შემთხვევაში“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მედია: საფრანგეთის პოლიციამ პარიზის ცენტრში დაგეგმილი მსვლელობა აკრძალა - დემონსტრანტების წინააღმდეგ ხმოვანი ყუმბარების გამოყენებაც ნებადართულიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები