პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

The Guardian - საფრანგეთში საპროტესტო აქციებზე, სულ მცირე, 190 მოსწავლე დაშავდა

საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, სადაც მოსწავლეები სკოლების დაფინანსების ნაკლებობას და სასწავლო პირობების გაუარესებას აპროტესტებენ, სულ მცირე 190 მოსწავლე დაშავდა. განათლების მინისტრის განცხადებით, დაზიანებები ინციდენტებისა და ფოიერვერკების გამოყენების შედეგად მიიღეს, მათ შორის ერთმა მოზარდმა ხელი დაკარგა.

The Guardian - საფრანგეთში საპროტესტო აქციებზე, სულ მცირე, 190 მოსწავლე დაშავდა
The Guardian - საფრანგეთში საპროტესტო აქციებზე, სულ მცირე, 190 მოსწავლე დაშავდაინტერპრესნიუსი

საფრანგეთში საპროტესტო აქციებზე, სულ მცირე, 190 მოსწავლე დაშავდა, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

საფრანგეთის განათლების მინისტრის, ედუარ ჟეფრეს განცხადებით, მოსწავლეებმა დაზიანებები ინციდენტების ან ფოიერვერკების გამოყენების შედეგად მიიღეს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ქალაქ ლანსში 15 წლის ბავშვმა ხელი დაკარგა. გავრცელებული ინფორმაციით, მოსწავლემ პოლიციის მიერ ნასროლი ცრემლსადენი გაზის ყუმბარა აიღო, რა დროსაც იგი ხელში აუფეთქდა.

ასევე, დღეს პოლიციამ 17 წლის მოსწავლე დააკავა, რომელმაც პოლიციის მიმართულებით ქვა ისროლა, რომელიც გამვლელს მოხვდა, რის შემდეგაც ქუჩაზე გამვლელმა ერთ თვალში მხედველობა დაკარგა.

ცნობისთვის, საფრანგეთში მოსწავლეები სკოლებთან საპროტესტო აქციებს უკვე ერთ კვირაზე მეტია მართავენ. საფრანგეთის მასშტაბით მოსწავლეები სკოლების დაფინანსების ნაკლებობას, მასწავლებლების დეფიციტსა და სასწავლო პირობების გაუარესებას აპროტესტებენ. საპროტესტო მოძრაობის დაწყების შემდეგ 5 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის 85 პროცენტი არასრულწლოვანია. საფრანგეთის მასშტაბით 500-მდე სკოლა სრულად ან ნაწილობრივ დახურული რჩება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 2
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურისაფრანგეთში 500-მდე სკოლა სრულად ან ნაწილობრივ დახურული რჩება
  2. ფორმულაოპოზიციურისაფრანგეთში 500-მდე სკოლა დაიხურა
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურისაფრანგეთში დღეს მასშტაბური საპროტესტო აქციები იგეგმება
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
საფრანგეთის სკოლებში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს - მათი უმეტესობა არასრულწლოვანიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები