ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მედია: საფრანგეთის პოლიციამ პარიზის ცენტრში დაგეგმილი მსვლელობა აკრძალა - დემონსტრანტების წინააღმდეგ ხმოვანი ყუმბარების გამოყენებაც ნებადართულია

საფრანგეთის პოლიციამ პარიზის ცენტრში დაგეგმილი საპროტესტო მსვლელობა აკრძალა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა კი სამართალდამცველებს მძიმე ძალადობის შემთხვევაში დემონსტრანტების წინააღმდეგ ხმოვანი ყუმბარების გამოყენების ნებართვა მისცა.

მედია: საფრანგეთის პოლიციამ პარიზის ცენტრში დაგეგმილი მსვლელობა აკრძალა - დემონსტრანტების წინააღმდეგ ხმოვანი ყუმბარების გამოყენებაც ნებადართულია
მედია: საფრანგეთის პოლიციამ პარიზის ცენტრში დაგეგმილი მსვლელობა აკრძალა - დემონსტრანტების წინააღმდეგ ხმოვანი ყუმბარების გამოყენებაც ნებადართულიაიმედინიუსი

საფრანგეთში დღეს დაგეგმილი მასშტაბური საპროტესტო აქციების წინ პოლიციამ პარიზის ცენტრში მსვლელობა აკრძალა. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

ამასთან, მედიის ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა სამართალდამცველებს დემონსტრაციების დროს ხმოვანი ყუმბარების გამოყენების უფლება მისცა, თუ ვითარება განსაკუთრებით მძიმე ძალადობაში გადაიზრდება.

პარიზის პოლიციის უფროსის პატრის ფოს ბრძანებით, დემონსტრაციების ჩატარება აიკრძალა ელისეს სასახლის, პრემიერ-მინისტრის ოფისისა და ელისეს მინდვრების გამზირის მიმდებარე ტერიტორიებზე, ასევე დედაქალაქის სხვა მნიშვნელოვან ადგილებში.

პოლიციამ პარიზის ცენტრში დაგეგმილი მასშტაბური მსვლელობაც აკრძალა. აქციის ორგანიზატორებთან ალტერნატიული მარშრუტის შესახებ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. თავდაპირველი გეგმით, დემონსტრაცია ადგილობრივი დროით 14:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე უნდა დაწყებულიყო და დედაქალაქის ჩრდილოეთ ნაწილისკენ გაგრძელებულიყო.

აქციის ორგანიზატორების მიერ შექმნილ ვებგვერდზე საფრანგეთის მასშტაბით დაგეგმილი 600-ზე მეტი დემონსტრაციაა მითითებული.

საპროტესტო გამოსვლების წინ შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა ტელეარხ France 2-თან განაცხადა, რომ სამართალდამცველებს ხმოვანი ყუმბარების გამოყენება შეეძლებათ „განსაკუთრებით მძიმე ურბანული ძალადობის“ შემთხვევაში.

მინისტრს მანამდე მათი გამოყენება მოსწავლეთა საპროტესტო აქციების დროს დროებით შეჩერებული ჰქონდა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პოლიციის მიერ გასროლილი ხმოვანი ყუმბარის აფეთქების შედეგად 15 წლის მოზარდმა ხელის მტევანი დაკარგა.

საპროტესტო აქციები საფრანგეთში ბოლო კვირების განმავლობაში იმართება. მოსწავლეებისა და სტუდენტების პროტესტს ახლა ცხოვრების გაძვირების წინააღმდეგ მიმართული გამოსვლებიც მოყვა. აქციებში მონაწილეობას გეგმავენ ე.წ. „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის წევრები, დასაქმებულები, პენსიონერები და ფერმერები.

ხელისუფლება შიშობს, რომ სხვადასხვა საპროტესტო მოძრაობის გაერთიანებამ შესაძლოა დაპირისპირება და ძალადობა გამოიწვიოს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„განსაკუთრებით მძიმე ურბანული ძალადობის“
ლორან ნუნიესი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთში მომიტინგე სტუდენტებსა და მოსწავლეებს პოლიტიკური ძალები იყენებენ თავიანთი ინტერესებისთვისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები