ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

საფრანგეთის შს მინისტრის განცხადებით, პოლიციას არ ავალებს, თავი შეიკავოს და არც ხელთ არსებული სპეციალური საშუალებების გამოყენებას უკრძალავს - მედია

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნიუნეზმა განაცხადა, რომ პოლიციას სპეციალური საშუალებების გამოყენება არ აკრძალვია და არეულობების ჩასახშობად ყველა შესაბამის ზომას მიმართავენ. ქვეყანაში ამავდროულად გრძელდება მასობრივი პროტესტი განათლების სისტემაში არსებული პრობლემების გამო.

საფრანგეთის შს მინისტრის განცხადებით, პოლიციას არ ავალებს, თავი შეიკავოს და არც ხელთ არსებული სპეციალური საშუალებების გამოყენებას უკრძალავს - მედია
საფრანგეთის შს მინისტრის განცხადებით, პოლიციას არ ავალებს, თავი შეიკავოს და არც ხელთ არსებული სპეციალური საშუალებების გამოყენებას უკრძალავს - მედიარუსთავი 2

საფრანგეთის შს მინისტრის განცხადებით, პოლიციას არ ავალებს, თავი შეიკავოს და არც ხელთ არსებული სპეციალური საშუალებების გამოყენებას უკრძალავს

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნიუნეზმა TF1-თან საუბრისას განაცხადა, რომ სამართალდამცველებისთვის არ მიუციათ რაიმე შეზღუდვის ინსტრუქცია მოქმედების ან მათ ხელთ არსებული სპეციალური არალეტალური საშუალებების გამოყენების შესახებ.

"სიტუაცია ქუჩის არეულობებსა და ძალადობაში გადადის და მათ ჩასახშობად ყველა სახის სპეციალური საშუალება გამოიყენება", - დასძინა მინისტრმა.

მინისტრი აცხადებს, რომ ის "თავის საქმეს აკეთებს".

"მე აღვკვეთ უკანონო ქმედებებსა და გადამეტებულ მოქმედებებს იმ პროპორციულობისა და თავშეკავების პრინციპით, რაც შიდა უსაფრთხოების ძალების ღირსებას შეესაბამება", - აცხადებს ის.

შეგახსენებთ, საფრანგეთში მასობრივი პროტესტი გრძელდება. დემონსტრაციებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1 000-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება მოიცვა.

აქციების მონაწილეები განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებს აპროტესტებენ. საუბრობენ მოძველებული ინფრასტრუქტურის შეცვლის აუცილებლობაზე და აკადემიური პერსონალის სიმცირეზე.

პროტესტი, ხშირ შემთხვევებში, ძალადობრივ სახეს იღებს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სიტუაცია ქუჩის არეულობებსა და ძალადობაში გადადის და მათ ჩასახშობად ყველა სახის სპეციალური საშუალება გამოიყენება“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„მე აღვკვეთ უკანონო ქმედებებსა და გადამეტებულ მოქმედებებს იმ პროპორციულობისა და თავშეკავების პრინციპით, რაც შიდა უსაფრთხოების ძალების ღირსებას შეესაბამება“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.