ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

,, იყო ხმამაღალი პროტესტი, ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები” – ალეკო ელისაშვილის წერილი

ციხიდან გავრცელებულ წერილში ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მსჯავრდებულ დავითაძის მიმართ არაადამიანურმა მოპყრობამ პატიმრების ხმაურიანი პროტესტი გამოიწვია. მისი თქმით, პენიტენციური დეპარტამენტი მომხდარს მალავს, ხოლო ვითარების განსამუხტვებლად აუცილებელია გადაყვანილი პატიმრების მდგომარეობის გასაჯაროვება, დროული გამოძიება და პასუხისმგებელი პირების გადადგომა.

,, იყო ხმამაღალი პროტესტი, ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები” – ალეკო ელისაშვილის წერილი
,, იყო ხმამაღალი პროტესტი, ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები” – ალეკო ელისაშვილის წერილიალია

ალეკო ელისაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს:

,,პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ მსჯავრდებული დავითაძე არის ვაჟკაცი და გამბედავი ბიჭი და ყველა ღირსეული პატიმარი სოლიდარულია მის მიმართ.

პენიტენციური დეპარტამენტი 2 ოქტომბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით იტყუება და თავს იკატუნებს. საათების განმავლობაში მთელი საპატიმრო აპროტესტებდა დავითაძის მიმართ ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობას. იყო ხმამაღალი პროტესტი, ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები.

არაერთმა პატიმარმა მიიყენა თვითდაზიანება.

ისეთი ხმაური იყო და ისეთი ძლიერი პროტესტი, რომ ციხის ადმინისტრაციამ დაიწყო პატიმრების გაყვანა. გაყვანები იყო ხმაურიანი და დაუდგენელია, როგორ ეპყრობოდნენ მაგ დროს პატიმრებს.

აღსანიშნავია, რომ იმ ღამეს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე დარეკვის საშუალებას არ აძლევდნენ პატიმრებს.

ციხეში კვლავ დაძაბული სიტუაციაა. ამ ვითარების განმუხტვისთვის აუცილებელია გაირკვეს, სად არიან გადაყვანილი პატიმრები და რა მდგომარეობაში არიან ისინი ახლა. უტარდებათ თუ არა შესაბამისი დახმარება. ეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა გასაჯაროვდეს.

ვითარების განმუხტვა არ მოხდება დროული, სრულყოფილი და ეფექტური გამოძიების გარეშე.

თანამდებობები დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ პენიტენციური დეპარტამენტის უფროსმა, №6 მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დირექტორმა და ყველა ბადრაგმა, ვინც იმ სადისტურ ინციდენტში რაიმე ფორმით იღებდა მონაწილეობას, და ყველა ამ პირმა პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე სრული სიმკაცრით.“

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
ოპოზიციური 4
  1. TV პირველიოპოზიციურიინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები - ელისაშვილი აღწერს, რა ხდებოდა რუსთავის ციხეში 2 ოქტომბერს
  2. ნეტგაზეთიოპოზიციურიარაერთმა პატიმარმა მიიყენა თვითდაზიანება, ციხეში კვლავ დაძაბული სიტუაციაა – ელისაშვილი
  3. ბათუმელებიოპოზიციური„მთელი საპატიმრო აპროტესტებდა დავითაძის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას“ – ალეკო ელისაშვილი
  4. რადიო თავისუფლებაოპოზიციური„პენიტენციური იტყუება, 2 ოქტომბერს ინგრეოდა ციხე“ - ალეკო ელისაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ციხე დაინგრა, ორმა პატიმარმა ვენები გადაიჭრა - ელისაშვილი ციხეში ბუნტის დეტალებს ჰყვებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები