ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ციხე დაინგრა, ორმა პატიმარმა ვენები გადაიჭრა - ელისაშვილი ციხეში ბუნტის დეტალებს ჰყვება

იუსტიციის სამინისტროტვ პირველი

ალეკო ელისაშვილის მტკიცებით, რუსთავის №6 ციხეში 2 ოქტომბერს ბუნტი მოხდა, რის შემდეგაც ორმა პატიმარმა ვენები გადაიჭრა. პოლიტიკოსი აცხადებს, რომ არეულობა პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის მიერ ბადრაგებისთვის მადლობის გადახდას მოჰყვა.

ციხე დაინგრა, ორმა პატიმარმა ვენები გადაიჭრა - ელისაშვილი ციხეში ბუნტის დეტალებს ჰყვება
ციხე დაინგრა, ორმა პატიმარმა ვენები გადაიჭრა - ელისაშვილი ციხეში ბუნტის დეტალებს ჰყვებაTV პირველი

ალეკო ელისაშვილი რუსთავის ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში 2 ოქტომბრის ბუნტზე სააპელაციო სასამართლოს დარბაზში საუბრობს.

პატიმარი პოლიტიკოსი, რომელიც სასჯელს იმ ციხეში იხდის, რომელშიც გიორგი დავითაძე, ამბობს, რომ პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი პატარიძის მიერ ბადრაგეებისთვის გადახდილი მადლობის შემდეგ "ციხე დაინგრა".

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც გიორგი დავითაძე პატიმრის მხრიდან გაუპატიურებაზე ისაუბრა და 10-მდე ბადრაგი ძალადობაში დაადანაშაულა, ციხეების უფროსმა მეექვსე პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, სწორედ ამის შემდეგ გადაიჭრა ვენები ორმა პატიმარი. ელისაშვილის თქმით, ბუნტის შემდეგ ბადრაგებმა დაახლოებით 9 პატიმარი გაიყვანეს საკნებიდან.

მსჯავრდებულმა პოლიტიკოსმა სასამართლო დარბაზიდან მიმარტა პატიმარ გიორგი დავითაძის მამას:, ავთანდილ დავითაძეს და უთხრა, რომ მთელი ციხე მისი შვილის გევრდით დგას.

2 ოქტომბერს იყო ნამდვილი ბუნტი. 20-მდე ბიჭი გაიყვანეს და გთხოვთ გააკეთეთო, დაანგრიეს ბიჭები

ჩემ გარდა დეესკალაცია ყველას აქვს გავლილი და ყველა მიხვდა რომ ეს სტანდარტი არ იყო. ეს იყო დაგეგმილი სპეცოპერაცია.

როგორც კი პენითენციურმა მადლობა უთხრა ბადრაგებს, მაშინ დაიწყო ნგრევა. არაფერი ხდებაო თქვეს, მაგრამ 5 საათი რა ხდებოდა მე ხომ ვიცი.

ჩემს დერეფანში დღემდეა დალუქული საკანი, იმიტომ რომ პატიმარმა ჩაამტვრია ფანჯარა და ვენები გადაიჭრა. სისხლით იყო მოსვრილი საკანი. მეორემაც გააკეთა იგივე, იმ მეორემ მელაძის აგდაცემაშიც მოყვა ამის შესახებ.

9 პატიმრის სახელი და გვარი ვიცი, ვინც გაიყვანეს.

2/3 დღეააა ფეხის წვერებზე დადიან, ყველას თავს ევლებიან, რამდენიმე ბადრაგის გამო, ყველას არ უნდა მოეცხოს ჩირქიო. 1200 ლარად მუშაობენ ეს ადამიანები, ბევრი ღირსეულია.

გიორგის მამას ვიცნობ პირადად, მინდა მას მივმართო:

გიორგის გვერდით დგას ყველა ღირსეული კაცი ციხეში. მთელი ბიჭობა დგას მის გვერდით. კობახიძე და კალაძე როცა აგდებულად ლაპარაკობენ, მაგათ რომ დაიჭერენ ოჯახები შეაქცევენ გვერდს", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმე

2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ 36 წლის გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, რომ რუსთავის №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით 10-მა ბადრაგმა სექსუალურად იძალადა.

უწყებამ იმავე დღეს გაავრცელა უხმო ვიდეო, რომელიც, მისი განცხადებით, 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის ოთახში მომხდარ შემთხვევას ასახავს. უწყება გაუპატიურებას კატეგორიულად უარყოფს.

უკმაყოფილებისა და განსჯის თემაა სახალხო დამცველის განცხადებაც, სადაც ის ამბობს, რომ გავრცელებულ მასალაში ძალადობისა და თითით გაუპატიურების მტკიცებულება ვერ დაინახა. TV პირველის შეკითხვაზე, არის თუ არა სხეულში „თითით შეღწევა“ დათვალიერების პროცედურის ნაწილი,ომბუდსმენმა გვითხრა, რომ ეს „დებულებაში უნდა ვნახოთ“.

სამოქალაქო ორგანიზაციებმა საქმის სრულყოფილი გამოძიება მოითხოვეს.

მსჯავრდებულის ოჯახის წევრები ხმოვანი ვიდეოს გავრცელებას ითხოვს და აქციებს მართავს.

რა დაადგინა შაბათის ეთერმა?

TV პირველის „შაბათის ეთერის“ ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ რუსთავის №6 მკაცრი რეჟიმის ციხის ზედამხედველი, რომელსაც პატიმარი გიორგი დავითაძე გაუპატიურებაში ადანაშაულებს („ბადრაგი თეთრი ხელთათმანებით“), სინამდვილეში 22 წლის გიორგი ვარაბიოვია და არა გიორგი კვარაცხელია, რა სახელითაც ის პატიმრებს ეცნობოდა.

ვარაბიოვის ბებიამ, მზია ყრუაშვილმა, „შაბათის ეთერთან“ დაადასტურა შვილიშვილის ვინაობა და აღნიშნა, რომ პენიტენციურ სისტემაში მათი ოჯახის სხვა წევრებიც მუშაობენ - ვარაბიოვის დედა, ეკატერინე ყრუაშვილი (ქალთა ციხეში) და დეიდა, შორენა ყრუაშვილი.

ასევე ნახეთ:

გიორგი დავითაძე ამბობს, რომ საკანში მყოფს, ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა, ჩამოართვეს ტელევიზორი

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?