ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვისურვებდი, ევრობიუროკრატები დაბრუნდნენ რეალურ სამყაროში, გააცნობიერონ ის, რომ აგენტურული ოპოზიცია ვერ მოჰყავთ ხელისუფლებაში - ლევან მაჭავარიანი მარტა კოსზე

ქართული ოცნება

მმართველი გუნდის წევრმა ლევან მაჭავარიანმა ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას უპასუხა და აღნიშნა, რომ ევრობიუროკრატებმა რეალობა უნდა აღიარონ, რადგან ოპოზიციის ხელისუფლებაში მოყვანა ვერ მოხერხდა.

ვისურვებდი, ევრობიუროკრატები დაბრუნდნენ რეალურ სამყაროში, გააცნობიერონ ის, რომ აგენტურული ოპოზიცია ვერ მოჰყავთ ხელისუფლებაში - ლევან მაჭავარიანი მარტა კოსზე
ვისურვებდი, ევრობიუროკრატები დაბრუნდნენ რეალურ სამყაროში, გააცნობიერონ ის, რომ აგენტურული ოპოზიცია ვერ მოჰყავთ ხელისუფლებაში - ლევან მაჭავარიანი მარტა კოსზერუსთავი 2

პასუხი მარტა კოსს - მმართველი გუნდი ბრიუსელის ორმაგ სტანდარტზე საუბრობს.

ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში თქვა, რომ საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა და სურვილი გამოთქვა ისიც "იმავე დონეზე ყოფილიყო, რაზეც მოლდოვა და უკრაინაა“. კოსმა განსაკუთრებით შეაქო კიშინოვი. მაშინ, როცა საერთაშორისო კვლევებისა და ინდექსების მიხედვით საქართველო მოლდოვასა და უკრაინაზე გაცილებით წინ არის.

"ქართულ ოცნებაში" კონკრეტულ ფაქტებსა და მაჩვენებლებზე საუბრობენ.

"ძალიან რთულია ბოლომდე ჩასწვდე იმ ხატოვან გამონათქვამებს, რასაც ქალბატონი კოსი იყენებს ხოლმე. ადამიანი, რომელიც უკრძალავს კანდიდატ წევრ ქვეყნებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას. ვისურვებდი, რომ ევრობიუროკრატები დაბრუნდნენ რეალურ სამყაროში, გააცნობიერონ ის, რომ აგენტურული ოპოზიცია ვერ მოჰყავთ ხელისუფლებაში, მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო კამპანიები თვითონ ჩაუტარეს ოპოზიციას, ვერ ჩაგვანაცვლებენ არჩევნების გზით. ამდენი მცდელობისა და ამდენი დაფინანსებისა, ვერც რევოლუცია მოაწყვეს საქართველოში. შუა დერეფნის მნიშვნელობა არის გაასმაგებული და ევროკავშირს სჭირდება საქართველო, მსუბუქად ვიტყვი, არანაკლებ, ვიდრე საქართველოს სჭირდება ევროკავშირი. მათ უნდა აღიარონ ის უმარტივესი ჭეშმარიტება, რომ ჩვენ შუა დერეფნის საკვანძო ქვეყანა ვართ და ჩვენ ნამდვილად ვესაზღვრებით შავ ზღვას. როდესაც ისინი ამ მარტივი ჭეშმარიტებების აღიარებას დაიწყებენ, ჩვენ დავრწმუნდებით იმაში, რომ ისინი რეალურ სამყაროში არიან დაბრუნებულები და შესაბამისად ოპტიმიზმიც გაჩნდება დიალოგის გაგრძელებასთან დაკავშირებით", - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„კონკრეტულ ფაქტებსა და მაჩვენებლებზე საუბრობენ.“
მარტა კოსი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მარტა კოსის განცხადება და ორმაგი სტანდარტი - რატომ უგულებელყოფს ბრიუსელი საქართველოს ოფიციალურ მაჩვენებლებს?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები