ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან მაჭავარიანი – აგენტურული ოპოზიცია რევოლუციებს ვერ მოგვიწყობს ბრიუსელის დაფინანსებით, ამ ყველაფრის გარანტი არის ქართველი ხალხი

ქართული ოცნება

ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რომ აგენტურული ოპოზიცია რევოლუციებს ვერ მოაწყობს ბრიუსელის დაფინანსებით და ამის გარანტი ქართველი ხალხია. მან ასევე უპასუხა ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა.

ლევან მაჭავარიანი – აგენტურული ოპოზიცია რევოლუციებს ვერ მოგვიწყობს ბრიუსელის დაფინანსებით, ამ ყველაფრის გარანტი არის ქართველი ხალხი
ლევან მაჭავარიანი – აგენტურული ოპოზიცია რევოლუციებს ვერ მოგვიწყობს ბრიუსელის დაფინანსებით, ამ ყველაფრის გარანტი არის ქართველი ხალხიპირველი არხი

ძალიან რთულია, ბოლომდე ჩაწვდე იმ ხატოვან გამონათქვამებს, რასაც ქალბატონი კოსი იყენებს ხოლმე. ევრობიუროკრატები ვიდრე შეიმჩნევენ იმას, რომ ჩვენ ნამდვილად შავ ზღვას ვესაზღვრებით და არ გააცნობიერებენ იმ რეალობას, რომ ჩვენ ვართ შუა დერეფნის ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა, მანამდე ძალიან რთული იქნება ზოგადად რაიმე კომენტარების გაკეთება მათ განცხადებებზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, „აგენტურული ოპოზიცია რევოლუციებს ვერ მოაწყობს“.

„როდესაც რეალობას თვალს გაუსწორებენ, გააცნობიერებენ, მიუხედავად იმისა, რომ წინა საარჩევნო კამპანიები თვითონ ჩაუტარეს ოპოზიციას, ვერ ჩაგვანაცვლეს არჩევნების გზით, ვერც რევოლუცია მოაწყეს საქართველოში და ამ ყველაფრის გარანტი, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხია. ვერც მათი ჩარევით დაგვამარცხებენ არჩევნებში. ვერც რევოლუციებს მოგვიწყობენ ბრიუსელის დაფინანსებით. ამ ყველაფრის გარანტი არის ქართველი ხალხი. როდესაც ისინი ამ ყველაფერს გააცნობიერებენ და დაბრუნდებიან რეალურ სამყაროში, გამოვლენ ილუზიებიდან, ამ შემთხვევაში უფრო მარტივი იქნება, მათ ამ განცხადებებზე კომენტარის გაკეთება“, – განაცხადა მაჭავარინმა.

გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ქართული მედიასაშუალების ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა: „როგორც იცით, საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა, ვწუხვარ ამის გამო. ვისურვებდი, საქართველო, ქართველი ხალხის უზარმაზარი მხარდაჭერით, დღეს მოლდოვისა და უკრაინის დონეზე იყოს“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„როდესაც რეალობას თვალს გაუსწორებენ, გააცნობიერებენ, მიუხედავად იმისა, რომ წინა საარჩევნო კამპანიები თვითონ ჩაუტარეს ოპოზიციას, ვერ ჩაგვანაცვლეს არჩევნების გზით, ვერც რევოლუცია მოაწყეს საქართველოში და ამ ყველაფრის გარანტი, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხია. ვერც მათი ჩარევით დაგვამარცხებენ არჩევნებში. ვერც რევოლუციებს მოგვიწყობენ ბრიუსელის დაფინანსებით. ამ ყველაფრის გარანტი არის ქართველი ხალხი. როდესაც ისინი ამ ყველაფერს გააცნობიერებენ და დაბრუნდებიან რეალურ სამყაროში, გამოვლენ ილუზიებიდან, ამ შემთხვევაში უფრო მარტივი იქნება, მათ ამ განცხადებებზე კომენტარის გაკეთება“
„როგორც იცით, საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა, ვწუხვარ ამის გამო. ვისურვებდი, საქართველო, ქართველი ხალხის უზარმაზარი მხარდაჭერით, დღეს მოლდოვისა და უკრაინის დონეზე იყოს“
მარტა კოსი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლევან მაჭავარიანი – ევრობიუროკრატებს მოუწევთ რეალობისთვის თვალის გასწორება, ვერც რევოლუციას მოგვიწყობენ, ვერც ოპოზიციისთვის ჩატარებული კამპანიებით მოგვიგებენ არჩევნებს, ამის გარანტი, პირველ რიგში, ქართველი ხალხიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები