ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საპარლამენტო დიპლომატიის მთავარ ინსტრუმენტად ვიყენებთ საუბარს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე - მარიამ ლაშხი

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ტანზანიაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაში მონაწილეობს. შალვა პაპუაშვილი და მარიამ ლაშხი ორმხრივ შეხვედრებს მართავენ, სადაც მთავარი აქცენტები ქვეყნის სუვერენიტეტზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე და შუა დერეფნის ეკონომიკური როლის გაძლიერებაზე კეთდება.

საპარლამენტო დიპლომატიის მთავარ ინსტრუმენტად ვიყენებთ საუბარს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე - მარიამ ლაშხი
საპარლამენტო დიპლომატიის მთავარ ინსტრუმენტად ვიყენებთ საუბარს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე - მარიამ ლაშხირუსთავი 2

ტანზანიაში საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეა გრძელდება - ღონისძიების ფარგლებში ქალაქ არუშაში მყოფი საქართველოს დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ორმხრივ შეხვედრებს მართავს. შალვა პაპუაშვილი უკვე შეხვდა ტანზანიის სპიკერს და მალაიზიის წარმომადგენელთა პალატის ხელმძღვანელს. დღეს კი პარლამენტის სპიკერი აზიის სხვა სახელმწიფოების, ასევე ევროპის, აფრიკის, ლათინური ამერიკის ქვეყნების ლიდერებსა და დელეგატებს შეხვდება.

მთავარი აქცენტი ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკასა და გეოგრაფიულად შორს მყოფ ქვეყნებთან კავშირების გაძლიერებაზე კეთდება. სუვერენული სახელმწიფოების გლობალურ ფორუმში 150 ქვეყნის 2 000-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი აცხადებს, რომ საპარლამენტო დიპლომატიის მთავარ პრიორიტეტს ქვეყნის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და შუა დერეფნის ეკონომიკური როლის გაძლიერება წარმოადგენს.

"საპარლამენტო დიპლომატიის მთავარ ინსტრუმენტად ვიყენებთ საუბარს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე, აგრეთვე ჩვენი ეკონომიკური პოტენციალისა და შუა დერეფნის როლის გაძლიერებაზე. სწორედ ეს იქნება ძირითადი საკითხები, რომლებსაც ორმხრივ შეხვედრებზე დავაყენებთ ევროპის, აფრიკის, შუა აზიისა და ოკეანეთის ქვეყნების წარმომადგენლებთან. მათთან თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მოსაპოვებლად, ისე გაეროს რეზოლუციებში ჩვენი პოზიციებისთვის მეტი სახელმწიფოს ხმის დასაჭერად", - აცხადებს მარიამ ლაშხი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საპარლამენტო დიპლომატიის მთავარ ინსტრუმენტად ვიყენებთ საუბარს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე, აგრეთვე ჩვენი ეკონომიკური პოტენციალისა და შუა დერეფნის როლის გაძლიერებაზე. სწორედ ეს იქნება ძირითადი საკითხები, რომლებსაც ორმხრივ შეხვედრებზე დავაყენებთ ევროპის, აფრიკის, შუა აზიისა და ოკეანეთის ქვეყნების წარმომადგენლებთან. მათთან თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მოსაპოვებლად, ისე გაეროს რეზოლუციებში ჩვენი პოზიციებისთვის მეტი სახელმწიფოს ხმის დასაჭერად“
მარიამ ლაშხი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი ტანზანიის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები