პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელზე ნაჟური წყლის გამწმენდი სისტემა მოეწყობა

ეკონომიკის სამინისტრო

თბილისის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე ნაჟური წყლების (ლიჩეტის) გამწმენდი სისტემის მოწყობის პროექტი იწყება. პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება და სამუშაოები 2027 წლის სექტემბერში დასრულდება.

მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელზე ნაჟური წყლის გამწმენდი სისტემა მოეწყობა
იმედინიუსი

მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე დაწყებულია სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი, რაც გულისხმობს ნაგავსაყრელზე ნაჟური წყლების (ლიჩეტის) გამწმენდი სისტემის მოწყობას, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის „თბილისის მყარი ნარჩენების პროექტთან“ დაკავშირებით გაფორმებული სასესხო შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება.

„პოლიგონზე არსებული დღევანდელი მდგომარეობა ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. გვსურს მისი სრულად მოდერნიზება. როგორც განვითარებულ ქვეყნებში იმართება ნარჩენების პოლიგონი, ისეთი პროექტი უნდა განხორციელდეს. ამაში გვეხმარებიან საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, უცხოელი სპეციალისტები, რადგან საქართველოში მსგავსი გამოცდილება არ გვაქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტისთვის სამშენებლო კომპანია შერჩეულ იქნა EBRD-ის ელექტრონული შესყიდვების პორტალზე ჩატარებული ტენდერის ფარგლებში, ბანკის შესყიდვების პოლიტიკისა და წესების შესაბამისად.

„კონკრეტულ კომპანიას დაწყებული აქვს სამუშაოები. პროექტი დამთავრებული და გაშვებული იქნება 2027 წლის სექტემბერში. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების განსახორციელებლად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს“ მიერ სამშენებლო ნებართვა გაცემულია მიმდინარე წლის სექტემბერში. პარალელურად ვმუშაობთ, რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯები, რომ სრულად მოწესრიგდეს პოლიგონი, იქ მცხოვრებ ადამიანებს კი არანაირი პრობლემა არ შეექმნათ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2
  1. რუსთავი 2სამთავრობომყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელზე ნაჟური წყლის გამწმენდი სისტემა მოეწყობა
  2. ტაბულაოპოზიციურიმყარი ნარჩენების ნაგავსაყრელზე ნაჟური წყლის გამწმენდი სისტემა მოეწყობა – კალაძე
  3. TV პირველიოპოზიციურიმყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელზე ნაჟური წყლის გამწმენდი სისტემა მოეწყობა - კალაძე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კახა კალაძე: ჩვენთვის მთავარი არ არის, ნაგავსაყრელი რუკაზე რომელ კონკრეტულ წერტილში იქნება - ჩვენთვის მთავარია, რომ ადამიანებს აღარ უწევდეთ იმ პრობლემებთან ცხოვრება, რომლებიც დღეს აწუხებთწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები