ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ცხრა თვის განმავლობაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 505 ფაქტია გამოვლენილი
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 505 ფაქტი გამოვლინდა, ხოლო მხოლოდ სექტემბერში სამართალდარღვევის 42 ფაქტი აღირიცხა.

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ცხრა თვის განმავლობაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 505 ფაქტია გამოვლენილი.
მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში კი, სამართალდარღვევის 42 ფაქტია აღრიცხული, საიდანაც 41 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვებას, მათ შორის ტრანსპორტირებას უკავშირდება. ასევე იმერეთის რეგიონში გამოვლენილია სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების 1 ფაქტი.
სექტემბრის თვეში ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 82 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მერქანი, რომელიც შემდგომი განკარგვის მიზნით, სატყეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.