ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა იმერეთში უკანონო ტყით სარგებლობის 10 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა იმერეთში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები გამოავლინა, მათ შორის აღმოჩენილია ორი უკანონო სახერხი საამქრო. უწყების ცნობით, საქმეები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა იმერეთში უკანონო ტყით სარგებლობის 10 ფაქტი გამოავლინა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა იმერეთში უკანონო ტყით სარგებლობის 10 ფაქტი გამოავლინაიმედინიუსი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედელობის დეპარტამენტის იმერეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონო ტყით სარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, იმერეთში სამართალდარღვევები გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედელობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოვლენილია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ გედსამანიასა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთში. მოქალაქეებს არარეგისტრირებული ლენტური და ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ დამონტაჟებული.

ვინაიდან ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

ხე-ტყის უკანონო მოპოვების 4 ფაქტი დაფიქსირდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ლეღვანში, დეისსა და მარელისში, სადაც მოქალაქეებმა უკანონოდ მოჭრეს სხვადსახვა სახეობის ჯამში 16 ერთეული ხე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ვახანში, საქასრიასა და მარელისში, ასევე ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვედში კი გამოვლენილია ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 4 ფაქტი.

ბუნებრივი რესურსების დაცვა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. გამკაცრებული კანონმდებლობის, გაძლიერებული კონტროლისა და პრაქტიკაში თანამედროვე ტექნოლოგიების აქტიურად გამოყენების შედეგად, ბოლო წლებში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების შემცირების ტენდენცია ფიქსირდება. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით უწყვეტად პატრულირებენ, რათა დროულად მოხდეს გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების აღკვეთა, გამოვლენა და პრევენცია. მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 9 თვეში უკანონო თევზჭერის 462 ფაქტი გამოავლინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები