ეროვნული სატყეო სააგენტოს ცხრა თვის მონაცემებით, გამოვლენილია ხე-ტყის უკანონო მოპოვების 500-ზე მეტი ფაქტი
ეროვნული სატყეო სააგენტოს ცხრა თვის მონაცემებით, ქვეყანაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 500-ზე მეტი ფაქტი გამოვლინდა. სააგენტოს განცხადებით, სატყეო რეფორმისა და დამატებითი ტყის მცველების მუშაობის შედეგად სახელმწიფო კონტროლი ძლიერდება.

ცხრა თვის შედეგებს აჯამებს ეროვნული სატყეო სააგენტო. უწყების ინფორმაციით, ამ პერიოდის განმავლობაში გამოვლენილია ხე-ტყის უკანონო მოპოვების 500-ზე მეტი ფაქტი. მხოლოდ სექტემბერში კი, ეს მაჩვენებელი 40-ს აღემატება.
სააგენტოში განმარტავენ, რომ მიმდინარე სატყეო რეფორმისა და რამდენიმე ასეული დამატებითი ტყის მცველის ჩართულობით, სახელმწიფო კონტროლი ძლიერდება და ტყით უკანონო სარგებლობის პრევენცია დროულად ხდება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.