ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

თბილისის მერია აცხადებს კონკურსს – „თქვენზე მორგებული უბანი – იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“

თბილისის მერია აცხადებს იდეების კონკურსს „თქვენზე მორგებული უბანი – იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეების იდეებისა და საჭიროებების გათვალისწინებას ქალაქის განვითარებაში. კონკურსი ხორციელდება „თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის“ და „მობილობის ევროპული კვირეულის“ ფარგლებში.

თბილისის მერია აცხადებს კონკურსს – „თქვენზე მორგებული უბანი – იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“
თბილისის მერია აცხადებს კონკურსს – „თქვენზე მორგებული უბანი – იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“პირველი არხი

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის“ ფარგლებში, ცხადდება კონკურსი „თქვენზე მორგებული უბანი – იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“.

როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, კონკურსი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქალაქის განვითარებაში მოქალაქეების გამოცდილება, ყოველდღიური საჭიროებები და იდეები უფრო მეტად იყოს გათვალისწინებული.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქალაქის განვითარებაში მოქალაქეების გამოცდილება, ყოველდღიური საჭიროებები და იდეები უფრო მეტად იყოს გათვალისწინებული. სწორედ ამ მიზნით ცხადდება კონკურსი – „თქვენზე მორგებული უბანი – იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“. ამ საინტერესო პროექტის განაცხადების მიღება დღეს დაიწყო. მოგიწოდებთ ყველას აქტრიურობისკენ, მონაწილეობის მიღებისკენ, რომ ერთად გავაუმჯობესოთ კონკრეტული უბნები, არეალები. ჩვენ მოვისმენთ თქვენს იდეებს, ხედვებს და ჩვენი ჩართულობით, კონკრეტული პროექტების განხორციელებას შევძლებთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საკონკურსო არეალის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერიის ვებგვერდსა და შესაბამის „ფეისბუქ“ გვერდზეა განთავსებული.

„კონკურსის მიზანია, მივიღოთ პრაქტიკული და საზოგადოებისთვის სასარგებლო იდეები, რომლებიც კონკრეტულ ურბანულ გარემოს გააუმჯობესებს – იქნება ეს ფეხით მოსიარულეთა გადაადგილების უსაფრთხოება, ხელმისაწვდომობა, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან კავშირი თუ მოქალაქეებისთვის უფრო კომფორტული გარემოს შექმნა.საკონკურსო არეალი მოიცავს თამარ მეფისა და აღმაშენებლის გამზირების, მარჯანიშვილის ქუჩისა და ზაარბრიუკენის მოედნის მიმდებარე ქუჩებს, ასევე, საჯარო სივრცეებს. დეტალურ ინფორმაციას და ზუსტ საკონკურსო არეალს ნახავთ მერიის ვებგვერდსა და შესაბამის „ფეისბუქ“ გვერდზე“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, „მობილობის ევროპული კვირეულის“ ფარგლებში სხვადასხვა საინტერესო აქტივობაა დაგეგმილი.

„დღეს დაიწყო „მობილობის ევროპული კვირეული“, რომელსაც დედაქალაქი უკვე მეშვიდე წელია უერთდება. კვირეულის ფარგლებში, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი მობილობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ეწვიონ მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტს“ და დიდი დიღმის ავტობაზას, სადაც გაეცნობიან როგორც მეტროს, ისე ავტობუსების მუშაობის სპეციფიკას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქალაქის განვითარებაში მოქალაქეების გამოცდილება, ყოველდღიური საჭიროებები და იდეები უფრო მეტად იყოს გათვალისწინებული. სწორედ ამ მიზნით ცხადდება კონკურსი – „თქვენზე მორგებული უბანი – იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“. ამ საინტერესო პროექტის განაცხადების მიღება დღეს დაიწყო. მოგიწოდებთ ყველას აქტრიურობისკენ, მონაწილეობის მიღებისკენ, რომ ერთად გავაუმჯობესოთ კონკრეტული უბნები, არეალები. ჩვენ მოვისმენთ თქვენს იდეებს, ხედვებს და ჩვენი ჩართულობით, კონკრეტული პროექტების განხორციელებას შევძლებთ“
კახა კალაძე
„კონკურსის მიზანია, მივიღოთ პრაქტიკული და საზოგადოებისთვის სასარგებლო იდეები, რომლებიც კონკრეტულ ურბანულ გარემოს გააუმჯობესებს – იქნება ეს ფეხით მოსიარულეთა გადაადგილების უსაფრთხოება, ხელმისაწვდომობა, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან კავშირი თუ მოქალაქეებისთვის უფრო კომფორტული გარემოს შექმნა.საკონკურსო არეალი მოიცავს თამარ მეფისა და აღმაშენებლის გამზირების, მარჯანიშვილის ქუჩისა და ზაარბრიუკენის მოედნის მიმდებარე ქუჩებს, ასევე, საჯარო სივრცეებს. დეტალურ ინფორმაციას და ზუსტ საკონკურსო არეალს ნახავთ მერიის ვებგვერდსა და შესაბამის „ფეისბუქ“ გვერდზე“
კახა კალაძე
„დღეს დაიწყო „მობილობის ევროპული კვირეული“, რომელსაც დედაქალაქი უკვე მეშვიდე წელია უერთდება. კვირეულის ფარგლებში, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი მობილობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ეწვიონ მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტს“ და დიდი დიღმის ავტობაზას, სადაც გაეცნობიან როგორც მეტროს, ისე ავტობუსების მუშაობის სპეციფიკას“
კახა კალაძე
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.