პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ნაკადულის კალმახის საშენ მეურნეობაში ქვირითობის სეზონი დაიწყო

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ნაკადულის კალმახის საშენ მეურნეობაში ქვირითობის სეზონი დაიწყო და პირველი ქვირითი უკვე მიღებულია.

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ნაკადულის კალმახის საშენ მეურნეობაში ქვირითობის სეზონი დაიწყო
რუსთავი 2

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ნაკადულის კალმახის საშენ მეურნეობაში ქვირითობის სეზონი დაიწყო.

საქართველოს |წითელ ნუსხაში| შეტანილი ნაკადულის კალმახის გამრავლების მიზნით, სააგენტოს სპეციალისტების ჩართულობით, პირველი ქვირითი უკვე მიღებულია და სპეციალურ საინკუბაციო მოწყობილობაშია განთავსებული.

ინკუბაციის პერიოდი 60-დან 90 დღემდე გრძელდება. განაყოფიერებული კალმახის ქვირითი განვითარების „თვალის სტადიაზე“ საქართველოს ყველა რეგიონში განაწილდება და მთის მდინარეების შესაბამის შენაკადებში განთავსდება, სადაც ბუნებრივ გარემოში ინკუბაციის ბოლო ფაზას გაივლის.

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები მიზნად ისახავს ნაკადულის კალმახის ბუნებრივი პოპულაციის აღდგენას, სახეობის კონსერვაციასა და ქვეყნის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ ჭაჭუნას აღკვეთილში ფონდ „ქართუს“ ფრინველთსაშენში გამოყვანილი 800-მდე კოლხური ხოხობი გადაიყვანაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები