ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ადვოკატების საინიციატივო ჯგუფი პატიმრების საყოველთაო ამნისტიას ითხოვს

ადვოკატების საინიციატივო ჯგუფმა საგანგებო ბრიფინგზე პატიმრების საყოველთაო ამნისტია მოითხოვა. ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, 2026 წლის ივლისის მონაცემებით პატიმართა რაოდენობამ დასაშვებ ზღვარს გადააჭარბა, რამაც საპატიმროებში საკვებისა და სამედიცინო მომსახურების კუთხით მძიმე პრობლემები შექმნა.

ადვოკატების საინიციატივო ჯგუფი პატიმრების საყოველთაო ამნისტიას ითხოვს
ადვოკატების საინიციატივო ჯგუფი პატიმრების საყოველთაო ამნისტიას ითხოვსTV პირველი

ადვოკატების საინიციატივო ჯგუფი პატიმრების საყოველთაო ამნისტიას ითხოვენ - განცხადება იურისტებმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთეს.

ლაშა ტყეშელაძის თქმით, 2026 წლის ივლისის მონაცემებით, პატიმართა რაოდენობამ დასაშვებ ზღვარს გადააჭარბა და მათ საპატიმრო დაწესებულებში მრავალი პრობლემა აქვთ.

„ბოლო წლების განმავლობაში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა რაოდენობამ მნიშვნელოვნად იმატა. 2026 წლის ივლისის მონაცემებით, პატიმართა რაოდენობამ დასაშვებ ზღვარს გადააჭარბა. ამ ყველაფერმა საპატიმრო დაწესებულებში მრავალი პრობლემა გამოიწვია, მაგალითად, პატიმრებს არ მიეწოდებათ ღირსეული საკვები, ასევე ძალიან დიდი პრობლემა ექმნებათ, არ აქვთ ღირსეული და სწრაფო სამედიცინო მომსახურება. ამ პრობლემის მოსაგვარებლად მხოლოდ ერთი რამ არის საჭირო- დღეს საქართველოს სჭირდება საყოველთაო და სამართლიანი ამნისტია. შეწყალების აქტი ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას, მეორე მხრივ კი, პატიმრები საპყრობილეში გამოკეტილები არიან და ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა აქვთ. მათ ასევე სახლში ელოდებიან არასრულწლოვანი შვილები, მოხუცი მშობლები და ერთი სული აქვთ, ეს ადამიანები ერთხელ მაინც ნახონ თავისუფლებაზე. დღეს საქართველოს სჭირდება საყოველთაო და სამართლიანი ამნისტია“,- განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ბოლო წლების განმავლობაში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა რაოდენობამ მნიშვნელოვნად იმატა. 2026 წლის ივლისის მონაცემებით, პატიმართა რაოდენობამ დასაშვებ ზღვარს გადააჭარბა. ამ ყველაფერმა საპატიმრო დაწესებულებში მრავალი პრობლემა გამოიწვია, მაგალითად, პატიმრებს არ მიეწოდებათ ღირსეული საკვები, ასევე ძალიან დიდი პრობლემა ექმნებათ, არ აქვთ ღირსეული და სწრაფო სამედიცინო მომსახურება. ამ პრობლემის მოსაგვარებლად მხოლოდ ერთი რამ არის საჭირო- დღეს საქართველოს სჭირდება საყოველთაო და სამართლიანი ამნისტია. შეწყალების აქტი ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას, მეორე მხრივ კი, პატიმრები საპყრობილეში გამოკეტილები არიან და ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა აქვთ. მათ ასევე სახლში ელოდებიან არასრულწლოვანი შვილები, მოხუცი მშობლები და ერთი სული აქვთ, ეს ადამიანები ერთხელ მაინც ნახონ თავისუფლებაზე. დღეს საქართველოს სჭირდება საყოველთაო და სამართლიანი ამნისტია“
ლაშა ტყეშელაძე
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ბაღლინჯოები და ტარაკნები საკნებში - ადვოკატები ციხეში არსებულ ვითარებაზე საუბრობენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები