ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბაღლინჯოები და ტარაკნები საკნებში - ადვოკატები ციხეში არსებულ ვითარებაზე საუბრობენ

ადვოკატები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ და საყოველთაო ამნისტიას ითხოვენ. მათი თქმით, დაწესებულებები გადატვირთულია, საკნებში ანტისანიტარია, ბაღლინჯოები და ვირთხებია, ხოლო პერსონალის სიმცირის გამო პატიმრებს სამედიცინო მომსახურების მიღება უჭირთ.

ბაღლინჯოები და ტარაკნები საკნებში - ადვოკატები ციხეში არსებულ ვითარებაზე საუბრობენ
ბაღლინჯოები და ტარაკნები საკნებში - ადვოკატები ციხეში არსებულ ვითარებაზე საუბრობენTV პირველი

ადვოკატები ციხეებში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ და საყოველთაო ამნისტიას ითხოვენ. მათი თქმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებები გადასვებულია, პერსონალის სიმცირის გამო კი პატიმრებს კვირების განმავლობაში უწევთ სამედიციბნო მომსახურეობის რიგში ჩადგნენ.

ადვოკატი დიმიტრი ვარდიაშვილი ამბობს, რომ საკნებში ანტისანიტარიაა და ვირთხები და ბაღლინჯოები მრავალი საკნის პრობლემას წარმოადგენს.

არ არის სამედიცინო მომსახურეობა ნორმალური, რადგან ერთ მუშაკზე მოდის დაახლოებით რამოდენიმე ასეული პატიმარი, რაც სამედიცინო მომსახუეობის გაწევას ძალიან პრობლემურს ხდის. ბაღლინჯოები და ვირთხები წარმოადგენს მრავალი საკნის პრობლემას, ამაზე არსებობს კადრებიც. საკნების დაახლოებით 70% ამ პრობლემის წინაშე დგას. ეს არის მათი ყოველდღიურობა"- აცხადებს დიმიტრი ვარდიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს ადვოკატების საინიციატივო ჯგუფი პატიმრების საყოველთაო ამნისტიას მოითხოვა.

ლაშა ტყეშელაძის თქმით, 2026 წლის ივლისის მონაცემებით, პატიმართა რაოდენობამ დასაშვებ ზღვარს გადააჭარბა და მათ საპატიმრო დაწესებულებში მრავალი პრობლემა აქვთ.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ადვოკატების საინიციატივო ჯგუფი პატიმრების საყოველთაო ამნისტიას ითხოვსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები