ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დაიწყოს საყოველთაო და სამართლიანი ამნისტიის კანონპროექტზე მუშაობა – ადვოკატები „ოცნებას“

საქართველოს პარლამენტიქართული ოცნება

ადვოკატთა საინიციატივო ჯგუფი ხელისუფლებას საყოველთაო და სამართლიანი ამნისტიის კანონპროექტზე მუშაობის დაწყებას სთხოვს და აღნიშნავს, რომ შესაბამის პეტიციას 4 000-ზე მეტმა მოქალაქემ დაუჭირა მხარი.

დაიწყოს საყოველთაო და სამართლიანი ამნისტიის კანონპროექტზე მუშაობა – ადვოკატები „ოცნებას“
დაიწყოს საყოველთაო და სამართლიანი ამნისტიის კანონპროექტზე მუშაობა – ადვოკატები „ოცნებას“ნეტგაზეთი

ადვოკატთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მთავრობის კანცელარიაში განცხადება – მათი მოთხოვნაა დაიწყოს საყოველთაო და სამართლიანი ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე მუშაობა.

უფლებადამცველების ცნობით, საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით შექმნილ ელექტრონულ პეტიციას უკვე 4 000-ზე მეტმა ადამიანმა დაუჭირა მხარი და საზოგადოების ეს პოზიცია სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს.

„დღეს ადვოკატთა საინიციატივო ჯგუფის წევრები შევიკრიბეთ კანცელარიასთან კონკრეტული მოთხოვნით – დაიწყოს ხელისუფლებამ საყოველთაო და სამართლიანი ამნისტიის კანონპროექტზე მუშაობა.

ჩვენი პროფესიული პოზიციის გარდა, ჩვენ ხელთ გვაქვს ელექტრონული პეტიციის შედეგებიც, რომლის თანახმადაც ძალიან მოკლე დროში 4000-ზე მეტმა ადამიანმა დააფიქსირა საყოველთაო ამნისტიის მხარდაჭერა.

გასათვალისწინებელია ამ ყველაფერთან ერთად ისიც, რომ ძალოვანი უწყების მაღალი თანამდებობის პირები მხილებულნი არიან უმძიმეს დანაშაულებში. ეს საზოგადოებაში ყოველთვის აჩენს ეჭვს, თუ რამდენად სამართლიანად, ყოველმხრივ სრულად და ობიექტურად იძიებდნენ ეს ადამიანები და უწყებები საქმეებს. დამერწმუნებით ალბათ, ლოგიკურია, რომ თუ ძალოვანი უწყების წარმომადგენელი უკვეთავს მკვლელობას, იღებს ქრთამს, ათეთრებს ფულს და ამუშავებს ქოლ-ცენტრებს, ის ვერ ჩაითვლება ობიექტურ გამომძიებლად“, – თქვა უფლებადამცველმა, ჯაბა კოჭლამაზაშვილმა.

ადვოკატ ზაქარია გვიშიანის განცხადებით, საკითხზე მსჯელობის დასაწყებად მიმართავენ პარლამენტსაც.

„ჩვენ უკვე წლებია არ გვინახავს სრულყოფილი, სამართლიანი და გონივრული ამნისტია. პირდაპირ ვიტყვი, გულწრფელად 2012 წლის შემდეგ საქართველოში არ ყოფილა სრულყოფილი, სამართლიანი და გონივრული ამნისტია, ამიტომ მივმართავთ პრემიერს, ჩაერთოს ამ პროცესში, შეისწავლოს აღნიშნული საკითხი, ასევე მივმართავთ პარლამენტის თავმჯდომარეს, ყველს ვინც ვალდებულია რომ ჩაერთოს ამ პროცესში, რათა განიხილონ უმოკლეს დროში, რომ გამოიცეს საყოველთაო გონივრული და სამართლიანი ამნისტია“, – განაცხადა მან.

საინიციატივო ჯგუფმა ხაზი გაუსვა ციხეების გადატვირთულობის პრობლემასაც და იმ პირობებსაც, რომლებზეც პატიმრები საუბრობენ.

იხილეთ ასევე:

რატომ გაიზარდა პატიმრების ლიმიტი ციხეში, სადაც “ხელოვნური სიჩუმეა” და “ქურდული სუბკულტურის” გავლენა ძლიერია

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დღეს ადვოკატთა საინიციატივო ჯგუფის წევრები შევიკრიბეთ კანცელარიასთან კონკრეტული მოთხოვნით – დაიწყოს ხელისუფლებამ საყოველთაო და სამართლიანი ამნისტიის კანონპროექტზე მუშაობა. ჩვენი პროფესიული პოზიციის გარდა, ჩვენ ხელთ გვაქვს ელექტრონული პეტიციის შედეგებიც, რომლის თანახმადაც ძალიან მოკლე დროში 4000-ზე მეტმა ადამიანმა დააფიქსირა საყოველთაო ამნისტიის მხარდაჭერა. გასათვალისწინებელია ამ ყველაფერთან ერთად ისიც, რომ ძალოვანი უწყების მაღალი თანამდებობის პირები მხილებულნი არიან უმძიმეს დანაშაულებში. ეს საზოგადოებაში ყოველთვის აჩენს ეჭვს, თუ რამდენად სამართლიანად, ყოველმხრივ სრულად და ობიექტურად იძიებდნენ ეს ადამიანები და უწყებები საქმეებს. დამერწმუნებით ალბათ, ლოგიკურია, რომ თუ ძალოვანი უწყების წარმომადგენელი უკვეთავს მკვლელობას, იღებს ქრთამს, ათეთრებს ფულს და ამუშავებს ქოლ-ცენტრებს, ის ვერ ჩაითვლება ობიექტურ გამომძიებლად“
ჯაბა კოჭლამაზაშვილი
„ჩვენ უკვე წლებია არ გვინახავს სრულყოფილი, სამართლიანი და გონივრული ამნისტია. პირდაპირ ვიტყვი, გულწრფელად 2012 წლის შემდეგ საქართველოში არ ყოფილა სრულყოფილი, სამართლიანი და გონივრული ამნისტია, ამიტომ მივმართავთ პრემიერს, ჩაერთოს ამ პროცესში, შეისწავლოს აღნიშნული საკითხი, ასევე მივმართავთ პარლამენტის თავმჯდომარეს, ყველს ვინც ვალდებულია რომ ჩაერთოს ამ პროცესში, რათა განიხილონ უმოკლეს დროში, რომ გამოიცეს საყოველთაო გონივრული და სამართლიანი ამნისტია“
ზაქარია გვიშიანი
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ადვოკატების საინიციატივო ჯგუფი პატიმრების საყოველთაო ამნისტიას ითხოვსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები