რამაზ საყვარელიძე – რუსული საექსპერტო წრეებიდან არის რეპლიკები, რომ ნეიტრალიტეტი რუსული პროექტია, მაგრამ ეს არ მიმაჩნია საქართველოსთვის მიუღებელ მოვლენად, პირიქით, ქვეყანას ამის გამოყენება შეუძლია
პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში განაცხადა, რომ საქართველოს შეუძლია გამოიყენოს რუსული საექსპერტო წრეებიდან მომდინარე ნეიტრალიტეტის იდეა, თუმცა ეს უნდა მოხდეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებისა და ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის გათვალისწინებით. მისი თქმით, ნატო-ში გაწევრიანება დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში არარეალისტურია და რუსეთისთვის წითელი ნაჭრის აფრიალებას ჰგავს.

რუსული საექსპერტო წრეებიდან, ასე რომ დავარქვათ, ჯერ კიდევ მაშინ, როცა კონტაქტები იყო აფხაზეთის მერე და უკანასკნელი რეპლიკებიც არის, რომ ნეიტრალიტეტი რუსული პროექტია, მაგრამ ეს არ მიმაჩნია საქართველოსთვის მიუღებელ მოვლენად, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“.
ამ განცხადებით საყვარელიძემ უპასუხა გადაცემის წამყვანის შეკითხვას: რატომ უწოდებს საქართველოს ნეიტრალიტეტს რუსულ იდეას, პროექტს და რატომ ფიქრობს, რომ ნეიტრალური საქართველო რუსეთისთვის იქნება გაცილებით მისაღები და რუსეთი დაიცავს ამ ნეიტრალიტეტის პირობებს.
„პირიქით, საქართველოს ამის გამოყენება შეუძლია. რუსეთს თუ აინტერესებს ნეიტრალიტეტი, საქართველოსაც რაღაც აინტერესებს იმ რუსეთიდან ხომ, ის 20%. რუსეთს ნეიტრალიტეტი აინტერესებს იმიტომ, რომ აქ ნატო არ იყოს. კი ბატონო, არ იქნება ნატო, მაგრამ მაშინ უკან წაიღოს თავისი აღიარება. ანუ, თუკი მარტო ნეიტრალიტეტზე იქნება საუბარი, ეს აწყობს რუსეთს“, – აღნინა საყვარელიძემ.
06.10.2026
დისკუსია აქტუალურ თემაზე – ნეიტრალიტეტის იდეა და საქართველოს უსაფრთხოების საკითხები #LIVE
მისი თქმით, გეოპოლიტიკურად, ჩვენი ადგილი სულ უბედურების წყარო იყო, ხან ირანს სჭირდებოდა, ხან ვის, ახლა, ძლივს ამუშავდა ეს დერეფანი, უფრო მნიშვნელოვანი გახდა, რადგან ომს აღარ სჭირდება გეოგრაფია, უფრო მნიშვნელოვანი გახდა ვაჭრობა და დაიწყო ფიქრი იმაზე, ვის აწყობს.
„ევროპაც მაგიტომ გვეჩხიკინება და ჩინეთი დგას ამ პროცესთან. ერთადერთი ქვეყანა, ვისაც რუსეთი უწევს ანგარიშს და ცდილობს, არ აწყენინოს, არის ჩინეთი. ამერიკას, ევროპას, ყველას ეჩხუბება, ჩინეთს ნახევარი ციმბირი წაღებული აქვს და რუსეთი ხმას არ იღებს. ეს ახალი მოვლენაა მეტ-ნაკლებად, უფრო უკრაინის ომის მერე გაძლიერდა, რომ პატარა ძმა გახდა რუსეთი დიდი ჩინეთისთვის და თავში წამორტყმას იმსახურებს. ამიტომ, ჩინეთის ხაზის გატარება დიდ შანსს იძლევა. არის კითხვა, კი, მაგრამ რუსეთი დათმობს აფხაზეთსა და ოსეთს? მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ჩინეთი თუკი მოისურვებს, იქ ბევრი რამ შეიძლება, დათმოს რუსეთმა. ოღონდ, ჩინეთი ჯერ საკმაო ინტენსივობით არაა შემოსული. რუსეთი სამშვიდობოებით ყაზახეთში შევიდა და ერთ კვირაში ჩინეთმა გამოაყვანინა ის სამშვიდობოები. ასე რომ, აქ კიდევ ბევრი პროცესებია მომწიფების ფაზაში, მისაყვანი ბოლომდე. მე ნეიტრალიტეტს ვიღებ, როგორც ქვეყანა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშე, თუ ის ქვეყანა, რომელიც აღიარებულია? რა თქმა უნდა, ყველა ვამბობთ, რომელიც აღიარებულია. მაშინ, საქართველოს ტერიტორიაზე გამოდის, რომ სამხედრო ბაზები უკვე დგას, ოღონდ, რუსეთის ბაზები. ამ ფონზე ძალიან რთულია რუსეთის პირიდან რამე ლუკმის გამოღება, მაგრამ მეჩვენება, რომ ამ ფონზე შანსი იზრდება ჩინური ფაქტორის გაძლიერებით და ჩინეთსაც, თუკი ამ გზაზე გამოივლის, ზოგადად კავკასიის ნეიტრალიტეტი აწყობს“, – აღნიშნა საყვარელიძემ.
შეკითხვაზე, რამდენად რეალისტურია და როდის შეიძლება, საქართველო მართლაც გაწევრიანდეს ნატო-ში დღევანდელი გადასახედიდან, გეოპოლიტიკური მოცემულობის გათვალისწინებით, რა პროცესებიც მსოფლიოში მიმდინარეობს, რამაზ საყვარელიძემ განაცხადა, რომ ნატო-ში გაწევრიანება არის იმდროინდელი იდეა, როცა მიაჩნდათ, რომ რაც ნატო-ს და დასავლეთს ენდომება, იმას რუსეთი შეასრულებს.
„ნატო-ს ახლა სული შთაბერა უკრაინის კონფლიქტმა, თორემ სადღა იყო ნატო? ჩაქრება უკრაინის კონფლიქტი და ნატო ისევ აღარ იქნება. უკაცრავად, ნატო ის სტრუქტურა არ არის, რუსეთს რომ ესვრის ახლა, ნატო-ს იარაღი ისვრის ხომ უკრაინიდან? ასე რომ, შენი ნატო-ში შესვლა ხომ წითელი ნაჭრის აფრიალებაა რუსეთისთვის? უარესს ვერაფერს ვერ გააკეთებ“, – განაცხადა საყვარელიძემ.
კიდევ ერთ კითხვაზე, რომელი უფრო რეალისტური მიზანია მომდევნო 10-15 წლის განმავლობაში გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება, თუ საერთაშორისოდ აღიარებული ნეიტრალური სტატუსის მიღწევა, საყვარელიძემ აღნიშნა, რომ ნატო-ს საერთოდ ვერ ხედავს.
„ჯერ მაკრონის თქმის არ იყოს, ეს საქართველო ძალიან შორს არის, სხვა გეოგრაფიააო და მერე, იყო მითოლოგიზირებული ეგ წარმოდგენა, ირაკლი წერეთელი რომ იძახდა, ნატო-ს დავუძახოთო, ნატო თავის თავში ატარებს იმის ფუნქციას, რომ ყველგან დაამყაროს დემოკრატია და დიქტატორებს შეებრძოლოს ყველგან, მაგრამ დღეს იმედია, ვხედავთ, რომ ეს მითია. არ ვიცი, ზოგიერთი, ბევრი ალბათ, ვერ ხედავს. თვითონ ნატო არ შეიწუხებს თავს, რომ საქართველო გამოგლიჯოს რუსეთს. თან, შეუძლია რომ გამოგლიჯოს? ახლა ვხედავთ, რომ საკმაოდ უჭირს დასავლეთს თავის ნატო-იანად რუსეთთან ჭიდაობა. რუსეთი ძალიან მძიმე დღეშია, ინგრევა, იშლება, მაგრამ მაინც ახერხებს წინააღმდეგობას მიუხედავად ძალიან დიდი უკრაინული ომისა და ახლა, კიდევ საქართველოზე ნატო-ს ზრუნვა, თან, ამ ფონზე, როცა მან მწარედ იგემა უკრაინული ომი, საერთოდ არაარეალისტური ხდება ნატო-ს მხრიდან საქართველოზე ორიენტაცია“, – განაცხადა საყვარელიძემ.
ციტატები სტატიიდან
„პირიქით, საქართველოს ამის გამოყენება შეუძლია. რუსეთს თუ აინტერესებს ნეიტრალიტეტი, საქართველოსაც რაღაც აინტერესებს იმ რუსეთიდან ხომ, ის 20%. რუსეთს ნეიტრალიტეტი აინტერესებს იმიტომ, რომ აქ ნატო არ იყოს. კი ბატონო, არ იქნება ნატო, მაგრამ მაშინ უკან წაიღოს თავისი აღიარება. ანუ, თუკი მარტო ნეიტრალიტეტზე იქნება საუბარი, ეს აწყობს რუსეთს“
„ნატო-ს ახლა სული შთაბერა უკრაინის კონფლიქტმა, თორემ სადღა იყო ნატო? ჩაქრება უკრაინის კონფლიქტი და ნატო ისევ აღარ იქნება. უკაცრავად, ნატო ის სტრუქტურა არ არის, რუსეთს რომ ესვრის ახლა, ნატო-ს იარაღი ისვრის ხომ უკრაინიდან? ასე რომ, შენი ნატო-ში შესვლა ხომ წითელი ნაჭრის აფრიალებაა რუსეთისთვის? უარესს ვერაფერს ვერ გააკეთებ“
„ჯერ მაკრონის თქმის არ იყოს, ეს საქართველო ძალიან შორს არის, სხვა გეოგრაფიააო და მერე, იყო მითოლოგიზირებული ეგ წარმოდგენა, ირაკლი წერეთელი რომ იძახდა, ნატო-ს დავუძახოთო, ნატო თავის თავში ატარებს იმის ფუნქციას, რომ ყველგან დაამყაროს დემოკრატია და დიქტატორებს შეებრძოლოს ყველგან, მაგრამ დღეს იმედია, ვხედავთ, რომ ეს მითია. არ ვიცი, ზოგიერთი, ბევრი ალბათ, ვერ ხედავს. თვითონ ნატო არ შეიწუხებს თავს, რომ საქართველო გამოგლიჯოს რუსეთს. თან, შეუძლია რომ გამოგლიჯოს? ახლა ვხედავთ, რომ საკმაოდ უჭირს დასავლეთს თავის ნატო-იანად რუსეთთან ჭიდაობა. რუსეთი ძალიან მძიმე დღეშია, ინგრევა, იშლება, მაგრამ მაინც ახერხებს წინააღმდეგობას მიუხედავად ძალიან დიდი უკრაინული ომისა და ახლა, კიდევ საქართველოზე ნატო-ს ზრუნვა, თან, ამ ფონზე, როცა მან მწარედ იგემა უკრაინული ომი, საერთოდ არაარეალისტური ხდება ნატო-ს მხრიდან საქართველოზე ორიენტაცია“
„ევროპაც მაგიტომ გვეჩხიკინება და ჩინეთი დგას ამ პროცესთან. ერთადერთი ქვეყანა, ვისაც რუსეთი უწევს ანგარიშს და ცდილობს, არ აწყენინოს, არის ჩინეთი. ამერიკას, ევროპას, ყველას ეჩხუბება, ჩინეთს ნახევარი ციმბირი წაღებული აქვს და რუსეთი ხმას არ იღებს. ეს ახალი მოვლენაა მეტ-ნაკლებად, უფრო უკრაინის ომის მერე გაძლიერდა, რომ პატარა ძმა გახდა რუსეთი დიდი ჩინეთისთვის და თავში წამორტყმას იმსახურებს. ამიტომ, ჩინეთის ხაზის გატარება დიდ შანსს იძლევა. არის კითხვა, კი, მაგრამ რუსეთი დათმობს აფხაზეთსა და ოსეთს? მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ჩინეთი თუკი მოისურვებს, იქ ბევრი რამ შეიძლება, დათმოს რუსეთმა. ოღონდ, ჩინეთი ჯერ საკმაო ინტენსივობით არაა შემოსული. რუსეთი სამშვიდობოებით ყაზახეთში შევიდა და ერთ კვირაში ჩინეთმა გამოაყვანინა ის სამშვიდობოები. ასე რომ, აქ კიდევ ბევრი პროცესებია მომწიფების ფაზაში, მისაყვანი ბოლომდე. მე ნეიტრალიტეტს ვიღებ, როგორც ქვეყანა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშე, თუ ის ქვეყანა, რომელიც აღიარებულია? რა თქმა უნდა, ყველა ვამბობთ, რომელიც აღიარებულია. მაშინ, საქართველოს ტერიტორიაზე გამოდის, რომ სამხედრო ბაზები უკვე დგას, ოღონდ, რუსეთის ბაზები. ამ ფონზე ძალიან რთულია რუსეთის პირიდან რამე ლუკმის გამოღება, მაგრამ მეჩვენება, რომ ამ ფონზე შანსი იზრდება ჩინური ფაქტორის გაძლიერებით და ჩინეთსაც, თუკი ამ გზაზე გამოივლის, ზოგადად კავკასიის ნეიტრალიტეტი აწყობს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.