ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რამაზ საყვარელიძე – საქართველოს უტევენ გარედან და შიგნიდან, მგონი, მიმდინარე სასამართლო პროცესი არა წარსული ცოდვების განკითხვა, არამედ სამომავლოდ ასაფეთქებელი ნაღმების განაღმვის პროცესია

ნაციონალური მოძრაობა

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, საქართველოს გარედან და შიგნიდან უტევენ, ხოლო მიმდინარე სასამართლო პროცესი არა წარსულის განკითხვა, არამედ სამომავლო საფრთხეების პრევენცია და „ნაღმების განაღმვაა“.

რამაზ საყვარელიძე – საქართველოს უტევენ გარედან და შიგნიდან, მგონი, მიმდინარე სასამართლო პროცესი არა წარსული ცოდვების განკითხვა, არამედ სამომავლოდ ასაფეთქებელი ნაღმების განაღმვის პროცესია
რამაზ საყვარელიძე – საქართველოს უტევენ გარედან და შიგნიდან, მგონი, მიმდინარე სასამართლო პროცესი არა წარსული ცოდვების განკითხვა, არამედ სამომავლოდ ასაფეთქებელი ნაღმების განაღმვის პროცესიაპირველი არხი
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ღალატი რომ ფიგურირებს, უფრო მაგან მაფიქრებინა, ამ არეულ მსოფლიოში, რომლიდანაც ერთი ნაწილი პირდაპირ შეტევაზეა ჩვენთან გადმოსული და ამ შეტევის დროს სარგებლობს სწორედ ოპოზიციური პარტიების და „ენჯეოების“ ხან შიდა მასალით, ხან პერსონებით. ფაქტობრივად გამოდის, რომ საქართველოს უტევენ გარედან და შიგნიდან, ერთმანეთთან ხელიხელჩაკიდებული, თორემ ოპოზიცია რომ იყოს პოლიტიკური ოპოზიცია და კამათი იყოს, მაგაზე არ არის საუბარი. რეალურად, შევიდა საქართველო იმ მდგომარეობაში, როცა მოგერიება სჭირდება. ევროპის ქვეყნებიდან დამოკიდებულებას ვერ იგერიებ, ფიზიკური ძალა არ გაქვს, მაგრამ იმის საშუალება ხომ მაინც გაქვს, შენი შიდა პერსონები, რომლებიც კვებავენ და ემსახურებიან ევროპელების აგრესიას, არიან ძალიან საყურადღებო“
„დასავლეთის ინტერესი იყო, აქ, ქუჩაში ყოფილიყო საპროტესტო პროცესი, პარლამენტში პროტესტის ნიშნად არ შევიდნენ და ა.შ. ანუ, საქართველოს ჰქონოდა იარლიყი, რომ მის ხელისუფლებას აპროტესტებენ. აშკარად იყო ინტერესი, ხელისუფლება შეცვლილიყო და ამ ინტერესს ლოგიკა აქვს, ბრძოლა იყო კონტროლზე – ამ სატრანზიტო გზაზე, ვის ექნება კარების კონტროლი. არ ისვენებს ეს ევროპა, უნდა ეს გასაღები და კონტროლი და ამისთვის ხელისუფლება უნდა შეიცვალოს“
„დღეს ყვითელი აჩრდილი დადის მსოფლიოში, ევროპელებმა გადაიანგარიშეს სატრანზიტო ხაზი და სცენარი გააკეთეს საიმისოდ, რომ სულ არ გამოჩნდეს ჩინური თემა, ისე მოხდეს პროცესები. ახლა, რამდენად არის ეს ევროპული პროცესი, თუ რუსეთთან ერთად გაკეთებული პროცესია, არ ვიცი. რუსეთსაც არ აწყობს ჩინური აჩრდილი კავკასიაში, რადგან ეს ჩინური დიდი აჩრდილი, დრაკონი რომ შემოვა, შეიძლება, ხელს წააყოლოს ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკები. მასეთები წააყოლა ციმბირში. ამდენად, ინტერესების დამთხვევა სწორედ იმ ფიგურებს შორის არის, რომლებთანაც ჩვენ მძიმე ურთიერთობები გვაქვს და ამ ფონზე, „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის წევრთა რაღაც ნაწილი დღემდე რუსული პასპორტებით დადის, რა თქმა უნდა, ხიფათის შემცველია. ანუ, ნაღმების განაღმვის პროცესია ეს სასამართლო პროცესი, არა წარსული ცოდვების განკითხვაა, არამედ მგონი, სამომავლოდ ასაფეთქებელი ნაღმების გაუვნებელყოფის პროცესია ეს სასამართლო პროცესი, გააჩნია, განაღმვისთვის რომელი პარტიების გაუვნებელყოფა იქნება ეფექტური. ვფიქრობ, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ გაუვნებელყოფა აღმოჩნდება სამომავლოდ ასეთი მტრული ნაბიჯების ჩაკეტვის შესაძლებლობა, მინიმალურ ვარიანტებზე წავა ეს პროცესი პოლიტიკური თვალსაზრისით“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე: "ნაციონალური მოძრაობის" მიერ სასამართლოში გაჟღერებული თითოეული განცხადება ტყუილი და მანიპულაცია იყოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები