,, სავარაუდოდ ნარკოტიკის ახლებური მეთოდით გადაცემის ფაქტს შევესწარით” – თეონა ჭალიძე
თეონა ჭალიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მგზავრობისას შეესწრო სიტუაციას, სადაც ორი ავტომობილის მძღოლმა და მგზავრმა შუქნიშანზე ერთმანეთს პატარა ცელოფანში გახვეული ნივთი გადასცეს, რაც მისი ვარაუდით, შესაძლოა ნარკოტიკის გადაცემის ახალი მეთოდი იყოს.

თეონა ჭალიძე სოციალურ ქსელში წერს:
,,დღეს მარშუტკით ვმგზავრობდი და ფეხზე ვიდექი მძღოლთან ახლოს. გადაჭედილი იყო ხალხით და წინ გზას ვუყურებდი. ჩვენს წინ ორივე ზოლში მდგომმა ორმა მანქანამ უცნაური მანევრების შემდეგ ერთ-ერთ შუქნიშანზე მოახერხეს გვერდიგვერდ დადგომა. ფანჯრებს ჩაუწიეს და ერთის მძღოლმა და მეორის მგზავრმა ხელი გადმოყვეს ფანჯრიდან. ხელიდან ხელში გადააწოდეს ცელოფანში გადაფუთული პატარა ნივთი – ხელის გულზე რომ დაეტეოდა ისეთი.
რა იყო თქვენი აზრით? სავარაუდოდ ნარკოტიკის ახლებური მეთოდით გადაცემის ფაქტს შევესწარით. შემდეგ ეს მანქანები ელვის სისწრაფით გაშორდნენ ერთმანეთ, ნუ რამდენადაც გზაზე ტრაფიკი იძლეოდა საშუალებას.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.