ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზურაბ ქადაგიძე: რატომ გავიდნენ ეს გერმანული ფონდები ქართული სივრციდან? იმიტომ ხომ არა, რომ ირიბად დაკავშირებული იყვნენ ე.წ. რადიკალიზმთან და პოლიტიკურ აქტივიზმთან?

ხალხის ძალა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე გერმანული ოთხი ფონდის საქართველოდან გასვლას ეხმიანება და აცხადებს, რომ ფონდები კანონმდებლობას და გამჭვირვალობას უნდა დაქვემდებარებოდნენ, ხოლო ქვეყნიდან გასვლა შესაძლოა პოლიტიკურ აქტივიზმთან და რადიკალიზმთან მათმა ირიბმა კავშირმა განაპირობა.

ზურაბ ქადაგიძე: რატომ გავიდნენ ეს გერმანული ფონდები ქართული სივრციდან? იმიტომ ხომ არა, რომ ირიბად დაკავშირებული იყვნენ ე.წ. რადიკალიზმთან და პოლიტიკურ აქტივიზმთან?
ზურაბ ქადაგიძე: რატომ გავიდნენ ეს გერმანული ფონდები ქართული სივრციდან? იმიტომ ხომ არა, რომ ირიბად დაკავშირებული იყვნენ ე.წ. რადიკალიზმთან და პოლიტიკურ აქტივიზმთან?იმედინიუსი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე გერმანული ოთხი ფონდის (კონრად ადენაუერის ფონდი, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი, ჰაინრიხ ბიოლის ფონდი, ფრიდრიხ ებერტის ფონდი) წასვლასთან დაკავშირებით საქართველოში გერმანიის ელჩის, ბარბარა ფოსის კომენტარს მედიასთან აფასებს.

დეპუტატის თქმით, თუკი ისინი კანონს დაიცავდნენ და მათ მიერ დახარჯული თანხის რაოდენობაცა და მიზნობრიობაც გამჭვირვალე, კანონთან შესაბამისობაში იქნებოდა, პრობლემა არ შეექმნებოდათ და სახელმწიფოსგანაც დიდი მხარდაჭერა ექნებოდათ.

„საქართველოში იმუშავა კანონის უზენაესობამ და ეროვნულმა ინტერესებმა. ამაში იგულისხმება ის, რომ თუკი ეს ფონდები სახელმწიფოს მიმართავდნენ, აუხსნიდნენ და დაუსაბუთებდნენ, რა მასშტაბით აპირებდნენ ამა თუ იმ აქტივობის დაფინანსებას და მიზნობრიობასაც დაასაბუთებდნენ, მაშინ ხელი არაფერში შეეშლებოდათ - ისევე, როგორც აქამდე არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ.

ვსვამ კითხვას: რატომ გავიდნენ ეს ფონდები ქართული სივრციდან? იმიტომ ხომ არა, რომ გარკვეულწილად, ირიბად დაკავშირებული იყვნენ ე.წ. რადიკალიზმთან და პოლიტიკურ აქტივიზმთან?

აქ იმუშავა იმან, რომ ვერცერთი ფონდი - საერთაშორისო იქნება ეს თუ ადგილობრივი, ქართულ კანონმდებლობას თავს ვერ აარიდებს.

ამიტომ, უხერხული სიტუაციის თავიდან ასაცილებლად, თვითონვე დატოვეს ქვეყანა. მათ თუ სურდათ საქართველოში ოპერირება, ამის დალაგება უპრობლემოდ შეეძლოთ.

გერმანიის ელჩი თუ თვლის, რომ ეს ოთხი ფონდია ქართულ-გერმანული ურთიერთობები, მის კომპეტენციაში ეჭვი მეპარება.

თუ ასე მიიჩნევს, მას შეეძლო დაერწმუნებინა ამ ოთხი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ეთანამშრომლათ ხელისუფლებასთან, დაეცვათ კანონი და აუცილებლად მიიღებდნენ ძლიერ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნისგან.

თუმცა, ასეთი საქციელიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ, სამწუხაროდ, ეს ოთხივე ფონდი პოლიტიკურ აქტივიზმთან იყო დაკავშირებული“, - აღნიშნა ზურაბ ქადაგიძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საქართველოში იმუშავა კანონის უზენაესობამ და ეროვნულმა ინტერესებმა. ამაში იგულისხმება ის, რომ თუკი ეს ფონდები სახელმწიფოს მიმართავდნენ, აუხსნიდნენ და დაუსაბუთებდნენ, რა მასშტაბით აპირებდნენ ამა თუ იმ აქტივობის დაფინანსებას და მიზნობრიობასაც დაასაბუთებდნენ, მაშინ ხელი არაფერში შეეშლებოდათ - ისევე, როგორც აქამდე არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ. ვსვამ კითხვას: რატომ გავიდნენ ეს ფონდები ქართული სივრციდან? იმიტომ ხომ არა, რომ გარკვეულწილად, ირიბად დაკავშირებული იყვნენ ე.წ. რადიკალიზმთან და პოლიტიკურ აქტივიზმთან? აქ იმუშავა იმან, რომ ვერცერთი ფონდი - საერთაშორისო იქნება ეს თუ ადგილობრივი, ქართულ კანონმდებლობას თავს ვერ აარიდებს. ამიტომ, უხერხული სიტუაციის თავიდან ასაცილებლად, თვითონვე დატოვეს ქვეყანა. მათ თუ სურდათ საქართველოში ოპერირება, ამის დალაგება უპრობლემოდ შეეძლოთ. გერმანიის ელჩი თუ თვლის, რომ ეს ოთხი ფონდია ქართულ-გერმანული ურთიერთობები, მის კომპეტენციაში ეჭვი მეპარება. თუ ასე მიიჩნევს, მას შეეძლო დაერწმუნებინა ამ ოთხი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ეთანამშრომლათ ხელისუფლებასთან, დაეცვათ კანონი და აუცილებლად მიიღებდნენ ძლიერ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნისგან. თუმცა, ასეთი საქციელიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ, სამწუხაროდ, ეს ოთხივე ფონდი პოლიტიკურ აქტივიზმთან იყო დაკავშირებული“
ზურაბ ქადაგიძე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ზურაბ ქადაგიძე: “საქართველოში გამჭვირვალობის შესახებ კანონის ამოქმედებამ გარკვეულ ძალებს შეუზღუდა „შავიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები