ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზურაბ ქადაგიძე: “საქართველოში გამჭვირვალობის შესახებ კანონის ამოქმედებამ გარკვეულ ძალებს შეუზღუდა „შავი

„ხალხის ძალის“ წევრის, დეპუტატ ზურაბ ქადაგიძის განცხადებით, საქართველოში გამჭვირვალობის შესახებ კანონის ამოქმედებამ ქვეყანაში უკონტროლო „შავი ფულის“ შემოსვლა და რადიკალი აქტივისტების დაფინანსება შეზღუდა. მისი თქმით, კანონი მიმართულია მხოლოდ საზოგადოების ინფორმირებულობისკენ, ის ამერიკულ FARA-სთან შედარებით ბევრად მსუბუქია და არავის საქმიანობა არ შეზღუდულა.

ზურაბ ქადაგიძე: “საქართველოში გამჭვირვალობის შესახებ კანონის ამოქმედებამ გარკვეულ ძალებს შეუზღუდა „შავი
ზურაბ ქადაგიძე: “საქართველოში გამჭვირვალობის შესახებ კანონის ამოქმედებამ გარკვეულ ძალებს შეუზღუდა „შავიPOSTV

„ძალიან სწორად იმოქმედა გამჭვირვალობის კუთხით შექმნილმა ქართულმა კანონმდებლობამ, რადგან უკონტროლო „შავი ფული“ ქვეყანაში ვეღარ შემოდის. შესაბამისად, გარკვეული რადიკალი აქტივისტები ამ გზით ვეღარ ფინანსდებიან და ქვეყნის ძირგამომთხრელ კამპანიას ვერ აწარმოებენ. ამ მიმართულებით საზოგადოებისთვისაც ნათელი გახდა ბევრი რამ, ამიტომ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ კანონმდებლობის მიღება იყო აუცილებელი”, – განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ.

“ჩვენ უკვე გავიარეთ იმ “შავი ფულით” დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან შექმნილი ერთგვარი ტურბულენტობის ეტაპი, რომელიც მიმართული იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ. ახლა აშკარაა, რომ ქართულმა FARA-მ იმუშავა და კამპანიური ხასიათის აქტივიზმი ქვეყანაში აღარ არსებობს.

ათასნაირი კლიშე მოიფიქრეს არასამთავრობოების საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით, რათა ადამიანების ცნობიერებაზე მოეხდინათ გავლენა და დეზინფორმაციული ნარატივი ჩაენერგათ მოწყვლად ჯგუფებში.

ჩვენთვის მთავარია, ადამიანი იყოს ინფორმირებული და იცოდეს, რა პროცესებთან გვაქვს საქმე არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით.

როდესაც მიმდინარეობს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით კამპანიური პროცესი, პოლიტიკოსები ვალდებული ვართ, საზოგადოებას განვუმარტოთ საკითხი. ჩვენ უნდა მოვამზადოთ საფუძველი იმისთვის, რომ ადამიანმა, პირველ რიგში, ინფორმაცია მიიღოს და შემდეგ თავად გამოიტანოს დასკვნა, რა არის პროპაგანდა, აგიტაცია და უცხოური ინტერვენცია შიდა პოლიტიკურ პროცესებში.

მტკნარი სიცრუეა იმის მტკიცება, რომ ამ კანონით საზოგადოებაზე წნეხი განხორციელდა.

ამერიკისგან განსხვავებით, არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც ამ კანონის შესაბამისად ვინმე დაეჭირათ, დაესაჯათ, დაეხურათ ორგანიზაციები ან ვინმესთვის ხელი შეეშალათ საქმიანობის განხორციელებაში.

იდეაში, ქართული კანონი ამერიკულ FARA-სთან შედარებით ბევრად მსუბუქი და დემოკრატიულია. ის მხოლოდ ადამიანის ინფორმირებულობას ემსახურება და, თუ მოექცევი კანონის ფარგლებში, არანაირი დევნა არ გემუქრება“, – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ზურაბ ქადაგიძე: რატომ გავიდნენ ეს გერმანული ფონდები ქართული სივრციდან? იმიტომ ხომ არა, რომ ირიბად დაკავშირებული იყვნენ ე.წ. რადიკალიზმთან და პოლიტიკურ აქტივიზმთან?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები