ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

შალვა პაპუაშვილი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე ძალადობის ბრალდებებს უარყოფს

ქართული ოცნებაიუსტიციის სამინისტრო

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უარყო პატიმარ გიორგი დავითაძის მიმართ ძალადობის ბრალდებები და განაცხადა, რომ საკითხი ადრე უკვე იქნა შესწავლილი სახალხო დამცველისა და გამოძიების მიერ. პატიმრის ოჯახი და დაცვის მხარე ციხეში მომხდარ ძალადობაზე საუბრობს და ციხის უფროსის გადადგომას ითხოვს.

შალვა პაპუაშვილი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე ძალადობის ბრალდებებს უარყოფს
შალვა პაპუაშვილი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე ძალადობის ბრალდებებს უარყოფსფორმულა

,,ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ პატიმარ გიორგი დავითაძეზე არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია და კადრებში, რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა, „არ ჩანს ძალადობა“.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საკითხი უკვე შესწავლილია და მიზეზი, თუ რატომ წამოწიეს ის ხელახლა, უცხოეთიდან დაფინანსებული ჯგუფების ინტერესებს უკავშირდება. მოცემულ საკითხთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილის ზუსტი ციტატები ასე გამოიყურება:

ამ პატიმარმა ჯერ კიდევ 2025 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ ძალადობა იყო. საკითხი სახალხო დამცველის ოფისმა შეისწავლა, ვიდეო ჩანაწერები ნახა და დადგინდა, რომ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. დაიწყო გამოძიება და დადგინდა, რომ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ამის მერე რამდენიმე პროცესი გაიმართა, სადაც ეს ადამიანი თავადაც იყო და არაფერი უთქვამს. ვნახეთ, რომ არავის არაფერი არ უთქვამს და რატომღაც ერთი კვირის წინ საკითხი ხელახლა წამოწიეს. წამოწიეს მაშინ, როცა ეს ვიდეოები დაარქივებულია, ნანახია და ყველაფერი გარკვეულია, რომ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონდა.

პენიტენციურ სისტემას ბრალი წაუყენეს. პენიტენციურმა სისტემამ და იუსტიციის სამინისტრომ ვიდეო ჩანაწერი იმის დასადასტურებლად გამოაქვეყნა, რომ არანაირი ძალადობა არ ყოფილა. წარმოიდგინეთ აბსურდი, რომ გვაჯერებენ იმას, რომ იუსტიციის სამინისტრომ იმისთვის, რომ ეჩვენება რომ ძალადობა არ იყო, გამოაქვეყნა კადრები, რომელზეც ძალადობაა?! - ეს ხომ აბსურდია!

საქმე გვაქვს ჯგუფთან, რომელიც ამტკიცებს, რომ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს და დღეს ეუთოში ამ საკითხზე შეხვედრა ჩაატარეს. თითქოს საღ აზრზე მყოფი ადამიანები დგანან და ზრდასრულ ადამიანებს უმტკიცებენ, რომ მოძალადე აქციის დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს. ეს იგივე ხალხია და იგივე ჯგუფია, ვინც ამ დეზინფორმაციას ავრცელებს და იგივე ჯგუფია, ვინც ამას იჯერებს - ეს იგივე სექტა, რომელსაც საღი განსჯის უნარი არა აქვს, რადგან შეპყრობილია ზიზღით. ზიზღის გადმოსაფრქვევად ოღონდ რაიმე წითელი ნაჭერი აუფრიალონ და ყველაფერს აკეთებენ!

ეს ის ხალხია, რომელსაც აჯერებდნენ და რომელმაც დაიჯერა, რომ 2022 წლის მარტში, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, კედლებზე დახატული იყო ნიშნები, რომელსაც რაკეტები უნდა მოხვედროდა და დივერსანტები კატებს ხატავდნენ. ეს იგივე ხალხია, ვინც ამბობდა, რომ 2024 წლის არჩევნებზე 300 000 ადამიანი არსაიდან გაჩნდა და შემდეგ გაქრა. რაც მთავარია, ამას იჯერებენ!

ეს არის სექტა სოცმედიაში, რომელიც ერთმანეთს უყურებს და ერთმანეთს ატყუებს, ერთმანეთს აგიჟებს, მერე თავადვე ბრაზდებიან და ამის გაგრძელებაა, რომ ბოლოს ერთმანეთში იჩხუბებენ და დაიშლებიან.

აქ მთავარია ის, რომ ამ ყველაფრის გვერდში მდგომი უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ და მედიებია, რომელიც მედლებს-მედლებზე და დიპლომებს-დიპლომებზე იღებს, რათა სხვადასხვა ჯგუფებს საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო შტურმის განხორციელებაში დაეხმარონ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პატიმარ გიორგი დავითაძის თქმით, №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით ათმა ბადრაგმა იძალადა და გააუპატიურა, რის შემდეგაც პროტესტის ნიშნად მცირე ზომის საგანი გადაყლაპა.

პენიტენციურმა სამსახურმა ბრალდებების საუარყოდ 2025 წლის 21 დეკემბრის ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფიზიკური დაპირისპირება ჩანს, თუმცა უწყება სექსუალურ ძალადობას უარყოფს. მომხდარის ფონზე, პატიმრის ოჯახი ციხის უფროსის, შოთა ტრაპაიძის გადადგომას და მიუკერძოებელ გამოძიებას ითხოვს.

მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.