ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

გურამ მაჭარაშვილი: როგორ შეიძლება, მოლდოვა უსწრებდეს საქართველოს, რომელიც გამჭვირვალობის კუთხით პირველ ადგილზეა. თუ სხვა სახელმწიფოსთან შეერთების ხარჯზე გვაჯობებს, ამის ნამდვილად არ შეგვშურდება

ხალხის ძალა

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს არ უნდა შეშურდეს მოლდოვას წარმატების, რადგან ის სუვერენიტეტზე უარის თქმის ხარჯზე ცდილობს ევროკავშირში გაწევრიანებას. მაჭარაშვილის თქმით, საქართველო გამჭვირვალობის კუთხით პირველ ადგილზეა და მოლდოვას მხრიდან სხვა სახელმწიფოსთან შეერთება არ არის ისეთი წარმატება, რომელსაც ქვეყანა უნდა მისდიოს.

გურამ მაჭარაშვილი: როგორ შეიძლება, მოლდოვა უსწრებდეს საქართველოს, რომელიც გამჭვირვალობის კუთხით პირველ ადგილზეა. თუ სხვა სახელმწიფოსთან შეერთების ხარჯზე გვაჯობებს, ამის ნამდვილად არ შეგვშურდება
გურამ მაჭარაშვილი: როგორ შეიძლება, მოლდოვა უსწრებდეს საქართველოს, რომელიც გამჭვირვალობის კუთხით პირველ ადგილზეა. თუ სხვა სახელმწიფოსთან შეერთების ხარჯზე გვაჯობებს, ამის ნამდვილად არ შეგვშურდებაიმედინიუსი

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირში გაერთიანების გზაზე მოლდოვას მიღწევებთან დაკავშირებით ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას ეხმიანება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, წარმოუდგენელია, საქართველოს მოლდოვას „წარმატების“ შეშურდეს, მაშინ, როცა, ეს უკანასკნელი მზადაა ევროკავშირში გასაწევრიანებლად საკუთარ სუვერენიტეტზე თქვას უარი.

„როგორ შეიძლება ასეთი ტიპის ქვეყანა [მოლდოვა] უსწრებდეს საქართველოს, რომელიც ევროპის ინსტიტუტების შეფასებით, გამჭვირვალობის კუთხით პირველ ადგილზეა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ მოლდოვას უწინასწარმეტყველეს სხვა სახელმწიფოსთან შეერთება. თუ ამით გაგვისწრებს მოლდოვა, რომ სხვა სახელმწიფოს შეუერთდება, მისი ნამდვილად არ შეგვშურდება.

ევრობიუროკრატიის გამონათქვამები მათივე სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის მხრიდან არის დაწუნებული და არა მარტო დაწუნებული, სერიოზულ კონფლიქტში არიან ევრობიუროკრატია და შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ერთმანეთთან“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„როგორ შეიძლება ასეთი ტიპის ქვეყანა [მოლდოვა] უსწრებდეს საქართველოს, რომელიც ევროპის ინსტიტუტების შეფასებით, გამჭვირვალობის კუთხით პირველ ადგილზეა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ მოლდოვას უწინასწარმეტყველეს სხვა სახელმწიფოსთან შეერთება. თუ ამით გაგვისწრებს მოლდოვა, რომ სხვა სახელმწიფოს შეუერთდება, მისი ნამდვილად არ შეგვშურდება. ევრობიუროკრატიის გამონათქვამები მათივე სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის მხრიდან არის დაწუნებული და არა მარტო დაწუნებული, სერიოზულ კონფლიქტში არიან ევრობიუროკრატია და შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ერთმანეთთან“
გურამ მაჭარაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.