ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

გურამ მაჭარაშვილი: სერიოზულ კონფლიქტში არიან ევრო ბიუროკრატია და შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ერთმანეთთან

ხალხის ძალა

თბილისში მარტა კოსის განცხადებას გამოეხმაურნან, რომელმაც მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრაციის პროგრესი შეაქო. „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მრავალი პარამეტრით უსწრებს მოლდოვას და რომ ევრობიუროკრატია აშშ-ის ადმინისტრაციასთან კონფლიქტშია.

გურამ მაჭარაშვილი: სერიოზულ კონფლიქტში არიან ევრო ბიუროკრატია და შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ერთმანეთთან
გურამ მაჭარაშვილი: სერიოზულ კონფლიქტში არიან ევრო ბიუროკრატია და შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ერთმანეთთანრუსთავი 2

ორმაგი სტანდარტი და უსამართლო დამოკიდებულების მორიგი გამოვლინება საქართველოს მიმართ, - ასე აფასებენ თბილისში მარტა კოსის განცხადებას, რომელმაც განაცხადა, რომ მოლდოვა შთამბეჭდავი ტემპებით მიიწევს წინ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. განცხადება ევროკომისარმა ბრიუსელში მოლდოვის ასოცირების საბჭოს დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

თბილისში ბრიუსელის მხრიდან საქართველოს მისამართით გაკეთებულ მწვავე და კრიტიკულ განცხადებებს იხსენებენ და კოსს ახსენებენ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს, ინდექსებსა და სტატისტიკას, სადაც საქართველო მოლდოვას ყველა პარამეტრით უსწრებს. მათ შორის სიღარიბის მაჩვენებლებით, ეკონომიკური ზრდით, კორუფციის ინდექსით, უცხოური ინვესტიციებით, საკუთრების უფლებების, ბიზნესის, შრომისა და ვაჭრობის თავისუფლების შეფასებებით.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ევრო ბიუროკრატები და აშშ ერთმანეთთან კონფლიქტში არიან.

"როგორ შეიძლება უსწრებდეს ასეთი ტიპის ქვეყანა საქართველოს, რომელსაც ასევე ევროპის მონაცემებით აქვს ხუთეულში, ათეულში, სამეულში, გამჭვირვალობის მიხედვით პირველ ადგილზე ინდექსები, მათივე ევროპის ინსტიტუტების შეფასებით.

ამასაც ხომ ხალხი ხედავს, გარდა ამისა, მოლდოვას ჩვენ კარგად ვიცით, რომ უწინასწარმეტყველეს, მე მგონი, ხელისუფლებამაც თქვა მოლდოვაში, რომ შეიძლება შეუერთდნენ სხვა სახელმწიფოს.

ახლა ჩვენ ამით თუ გაგვისწრებს მოლდოვა, რომ სხვა სახელმწიფოს შეუერთდება, არ შეგვშურდება ნამდვილად და ეს ევრო ბიუროკრატიის გამონათქვამები მათივე სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის მხრიდან არის დაწუნებული და არა მარტო დაწუნებული, სერიოზულ კონფლიქტში არიან ევრო ბიუროკრატია და შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ერთმანეთთან,"- აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„როგორ შეიძლება უსწრებდეს ასეთი ტიპის ქვეყანა საქართველოს, რომელსაც ასევე ევროპის მონაცემებით აქვს ხუთეულში, ათეულში, სამეულში, გამჭვირვალობის მიხედვით პირველ ადგილზე ინდექსები, მათივე ევროპის ინსტიტუტების შეფასებით. ამასაც ხომ ხალხი ხედავს, გარდა ამისა, მოლდოვას ჩვენ კარგად ვიცით, რომ უწინასწარმეტყველეს, მე მგონი, ხელისუფლებამაც თქვა მოლდოვაში, რომ შეიძლება შეუერთდნენ სხვა სახელმწიფოს. ახლა ჩვენ ამით თუ გაგვისწრებს მოლდოვა, რომ სხვა სახელმწიფოს შეუერთდება, არ შეგვშურდება ნამდვილად და ეს ევრო ბიუროკრატიის გამონათქვამები მათივე სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის მხრიდან არის დაწუნებული და არა მარტო დაწუნებული, სერიოზულ კონფლიქტში არიან ევრო ბიუროკრატია და შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ერთმანეთთან,“
გურამ მაჭარაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.