მარტა კოსის შეფასებები არის მხოლოდ სიტყვები და ეს არ არის ფაქტებით გამყარებული - მარიამ ლაშხი
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები მარიამ ლაშხი და ირაკლი კირცხალია ეხმაურებიან ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას, რომ საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა და უკრაინასა და მოლდოვას ჩამორჩება. მარიამ ლაშხის განცხადებით, მარტა კოსის შეფასებები ფაქტებით გამყარებული არ არის და რეიტინგებით საქართველო ლიდერია.

ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას თბილისში პახუხობენ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ევროკომისრის განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. "როდესაც გვეუბნებიან, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვას "ჩამორჩება", ჩვენი პასუხი მარტივია: საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!" - წერს ირაკლი კირცხალია.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ლაშხის თქმით, მარტა კოსის შეფასებები არის მხოლოდ სიტყვები და ეს არ არის ფაქტებით გამყარებული.
"ქალბატონი მარტას ამ განცხადებას არაფრით არ ამყარებს ციფრები. ციფრები სულ სხვა რამეზე საუბრობს. მათივე, ევროკომისიის ორგანიზაციების შეფასებებით, საქართველო ყველა რეიტინგში უსწრებს და ლიდერი არის ჩვენს ასოცირებულ და კანდიდატ ქვეყნებს შორის. ეს შეეხება როგორც გამჭვირვალობას, ეს შეეხება როგორც ეკონომიკურ მიმართულებით რეიტინგებს, ამიტომ ქალბატონი მარტა კოსის შეფასებები არის მხოლოდ სიტყვები და ეს არ არის ფაქტებით გამყარებული. ამიტომ, კიდევ ერთხელ, მარტა კოსის განცხადება ვერ იქნება, როგორც სახელმწიფოს, ასევე ჩვენი მოქალაქეებისათვის რაიმე შინაარსის მატარებელი იმიტომ, რომ საქართველომ აირჩია გზა ევროპისკენ ღირსებით, მშვიდობით და ეკონომიკურ-სოციალური კეთილდღეობით", - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
მარტა კოსმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა და სურვილი გამოთქვა, ისიც "იმავე დონეზე ყოფილიყო, რაზეც მოლდოვა და უკრაინა". ევროკომისარმა განსაკუთრებით შეაქო კიშინოვი. მაშინ, როცა საერთაშორისო კვლევებისა და ინდექსების მიხედვით საქართველო მოლდოვასა და უკრაინაზე გაცილებით წინ არის.
ციტატები სტატიიდან
„როდესაც გვეუბნებიან, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვას "ჩამორჩება", ჩვენი პასუხი მარტივია: საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!“
„ქალბატონი მარტას ამ განცხადებას არაფრით არ ამყარებს ციფრები. ციფრები სულ სხვა რამეზე საუბრობს. მათივე, ევროკომისიის ორგანიზაციების შეფასებებით, საქართველო ყველა რეიტინგში უსწრებს და ლიდერი არის ჩვენს ასოცირებულ და კანდიდატ ქვეყნებს შორის. ეს შეეხება როგორც გამჭვირვალობას, ეს შეეხება როგორც ეკონომიკურ მიმართულებით რეიტინგებს, ამიტომ ქალბატონი მარტა კოსის შეფასებები არის მხოლოდ სიტყვები და ეს არ არის ფაქტებით გამყარებული. ამიტომ, კიდევ ერთხელ, მარტა კოსის განცხადება ვერ იქნება, როგორც სახელმწიფოს, ასევე ჩვენი მოქალაქეებისათვის რაიმე შინაარსის მატარებელი იმიტომ, რომ საქართველომ აირჩია გზა ევროპისკენ ღირსებით, მშვიდობით და ეკონომიკურ-სოციალური კეთილდღეობით“
„იმავე დონეზე ყოფილიყო, რაზეც მოლდოვა და უკრაინა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.