პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: შეწყვიტეთ ჩვენი ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანა - გავაგრძელებთ წესრიგის შენარჩუნებას და ჩარევას ყოველ ჯერზე, როდესაც ძალადობას ექნება ადგილი

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა დეპუტატ ბენჟამენ ლუკასს უპასუხა და განაცხადა, რომ სამართალდამცავი ძალების მიერ არალეტალური იარაღის გამოყენება პროპორციულია. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლება წესრიგის დასაცავად ძალადობის დროს ყოველთვის ჩაერთვება.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: შეწყვიტეთ ჩვენი ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანა - გავაგრძელებთ წესრიგის შენარჩუნებას და ჩარევას ყოველ ჯერზე, როდესაც ძალადობას ექნება ადგილი
იმედინიუსი

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა „ეკოლოგ“ დეპუტატს, ბენჟამენ ლუკასს უპასუხა და განაცხადა, რომ სამართალდამცავი ორგანოების ჩარევა და მოქმედება „ყოველთვის პროპორციულად ხორციელდება“.

„როდესაც ამბობთ, რომ შიდა უსაფრთხოების ძალები ომის იარაღს იყენებენ, ეს სრული აბსურდია. ეს არის არალეტალური იარაღი. შეწყვიტეთ ჩვენი ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანა“, - მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრმა დეპუტატს.

ნუნიესმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლება წესრიგის დაცვას კვლავ აქტიურად გააგრძელებს.

„ჩვენ გავაგრძელებთ წესრიგის შენარჩუნებას და ჩარევას ყოველ ჯერზე, როდესაც ძალადობას ექნება ადგილი - ყოველთვის პროპორციულობის ფარგლებში“, - დასძინა მინისტრმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოსაფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: იმ მომენტიდან, როდესაც ვითარება ქალაქურ ძალადობაში გადადის, თქვენ უკვე აღარ იმყოფებით საზოგადოებრივი წესრიგის სტანდარტული დაცვის რეჟიმში - სრულიად ნორმალურია, რომ პოლიციელებსა და ჟანდარმებს ჰქონდეთ წვდომა მათ ხელთ არსებული არალეტალური იარაღის მთელ სპექტრზე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: პოლიციურ რეპრესიებზე საუბარი გადაჭარბებულია - ეს ასე არ არისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები