პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პოლიციელებს, როდესაც მათ თავს ესხმიან, თავდაცვის საშუალებები სჭირდებათ - საფრანეთის შს მინისტრი

საფრანგეთის შს მინისტრის, ლორან ნუნესის განცხადებით, პოლიცია აქციებზე ცრემლსადენ გაზსა და ყუმბარებს კვლავ გამოიყენებს, რადგან თავდასხმისას სამართალდამცველებს თავდაცვის საშუალებები სჭირდებათ.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, პოლიცია აქციებზე სპეციალურ საშუალებებს - ცრემლსადენ გაზსა და ყუმბარებს კვლავ გამოიყენებს.

ლორან ნუნესის თქმით, თავდასხმის დროს პოლიციელებს თავის დაცვა უნდა შეეძლოთ. ნუნესმა დეპუტატს, გაბრიელ კატალასაც უპასუხა, რომელმაც პოლიციის ქმედებას "რეპრესია" უწოდა.

მინისტრმა ბრალდება უარყო და განმარტა, რომ სამართალდამცველები საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ და მხოლოდ მაშინ მოქმედებენ, როცა დემონსტრანტები ვიტრინებს ამსხვრევენ, პოლიციას თავს ესხმიან და მოლოტოვის კოქტეილებს ისვრიან.

"რაც შეეხება შეიარაღებას, არა, არც მასზე და არც მის რომელიმე სახეობაზე უარის თქმას არ ვაპირებ. ამის მარტივი მიზეზია ის, რომ პოლიციელებს როდესაც მათ თავს ესხმიან, თავდაცვის საშუალებები სჭირდებათ. შესაბამისად, არცერთ საშუალებას არ დავთმობთ. ამასთან, წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი აღჭურვილობის განახლებასაც ითვალისწინებს. აღჭურვილობის დაფინანსება არ მცირდება და 2026 წლის საბიუჯეტო კანონპროექტით გათვალისწინებულ დონეზე რჩება. აღჭურვილობაში, რა თქმა უნდა, შედის ფორმები, შეიარაღება, საბრძოლო მასალა და დაცვის საშუალებები", - განაცხადა ლორან ნუნესმა.

შეგახსენებთ, საფრანგეთში საპროტესტო მოძრაობა გრძელდება. სტუდენტთა კავშირი უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესს ბლოკავს, 5 ნოემბერს კი ქუჩის აქციებს გეგმავს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოსაფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი პოლიციას აქციებზე ცრემლსადენი ყუმბარისა და გაზის გამოყენების უფლებას მისცემს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
კორდონის მიმართულებით "მოლოტოვის კოქტეილების" სროლას მკვლელობის მცდელობად მივიჩნევ - საფრანგეთის შს მინისტრი ქვეყანაში მიმდინარე აქციებზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები