პაპუაშვილი დავითაძის საქმის გაშუქების გამო ონლაი-ნმედიებს აკრიტიკებს
შალვა პაპუაშვილმა ონლაინ-მედიები და არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმარ გიორგი დავითაძის საქმის გაშუქებისა და ქვეყნის წინააღმდეგ საინფორმაციო თავდასხმის გამო აკრიტიკა. თავად პატიმარი ბადრაგების მხრიდან სავარაუდო ძალადობაზე საუბრობს, რასაც პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს.

შალვა პაპუაშვილი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმის გაშუქების გამო ონლაინ-მედიებს აკრიტიკებს. ის გამოცემებს „დეზინფორმაციული კამპანიების ავანგარდში“ ყოფნაში სდებს ბრალს, თუმცა არ აკონკრეტებს, რას გულისხმობს ამაში:
„მთელი ეს კამპანია, რასაც ვხედავთ ჩვენ, და აქაც იგივე სახეებია, ხომ?! იგივე ექსტრემისტული ჯგუფები, რომლებსაც ვხედავთ ამ კამპანიის ავანგარდში, იგივე მსოფლიო პროგრესული ჯგუფებისგან მრავალჯერ ლაურეატი ონლაინ-გამოცემები, რომლებიც სწორედ ასეთი დეზინფორმაციული კამპანიების ავანგარდში არიან ხოლმე. იგივე მცდელობაა, რომ აბსოლუტური აბსურდი წარმოაჩინონ რაღაც საკითხად და ეს არის ჩვეულებრივი კამპანია საღი აზრის წინააღმდეგ“.
მისივე მტკიცებით, საქმე გვაქვს ადამიანთა ჯგუფის მიერ საინფორმაციო თავდასხმასთან საქართველოს წინააღმდეგ, რომლის მიზანიც ქვეყნის დესტაბილიზაციაა.
„პრობლემა რაშია, რომ ამ ყველაფრის მხარდამჭერი, გვერდში მდგომი არიან ის NGO-ები, ვნახეთ განცხადება, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, სწორედ იმისთვის, რომ ასეთ საინფორმაციო თავდასხმა განხორციელდეს ხოლმე საქართველოს წინააღმდეგ და ის მედიები, რომლებიც უცხოეთიდან, მოკლედ რა ვიცი, მედლებს მედლებზე იღებენ და დიპლომებს დიპლომებზე იღებენ სწორედ იმისთვის, რომ საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო შტურმის განხორციელებაში ეხმარებიან სხვადასხვა ჯგუფებს“, – თქვა პაპუაშვილმა.
_______________________________________________
პატიმარი გიორგი დავითაძე აცხადებს, რომ ციხეში ბადრაგებმა გააუპატიურეს. საუბარია 2025 წლის 21 დეკემბერს მომხდარზე. ამ საკითხზე მან სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, კამერის ჩანაწერში ჩანს აღნიშნული ფაქტი და რომ დეესკალაციის საკანში ამ დროს 10 ადამიანი იმყოფებოდა.
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს გიორგი დავითაძის განცხადებას. უწყებამ კადრებიც გაავრცელა და თქვა, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანისას მსჯავრდებული ექვემდებარება შემოწმება – დათვალიერებას, რაზეც დავითაძემ „კატეგორიული უარი განაცხადა და დაიწყო დაწესებულების თანამშრომელთა სიტყვიერი შეურაცხყოფა“.
უწყების პოზიციით, „მხოლოდ ამის შემდეგ, მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულების მიზნით, დაწესებულების თანამშრომლებმა იძულებით ჩაუტარეს შემოწმება მსჯავრდებულს, რაც განხორციელდა სხეულზე ელექტროდეტექტორის გამოყენებით“.
დავითაძის დედა აცხადებს, რომ გავრცელებული ვიდეომასალა სრული არაა და მას ნანახი აქვს 5 ფაილი, 20 წუთამდე კადრები. ოჯახი ითხოვს მასა სრულად, ხმით გამოქვეყნდეს.
ოჯახი მოითხოვს, თანამდებობიდან გათავისუფლდნენ – სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი, გიორგი პატარიძე, ასევე- რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი შოთა ტრაპაიძე.
ოჯახი ასევე ითხოვს, დაწესებულება დატოვონ და პასუხი აგონ იმ პირებმა, რომლებსაც გიორგი დავითაძე სავარაუდო სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„მთელი ეს კამპანია, რასაც ვხედავთ ჩვენ, და აქაც იგივე სახეებია, ხომ?! იგივე ექსტრემისტული ჯგუფები, რომლებსაც ვხედავთ ამ კამპანიის ავანგარდში, იგივე მსოფლიო პროგრესული ჯგუფებისგან მრავალჯერ ლაურეატი ონლაინ-გამოცემები, რომლებიც სწორედ ასეთი დეზინფორმაციული კამპანიების ავანგარდში არიან ხოლმე. იგივე მცდელობაა, რომ აბსოლუტური აბსურდი წარმოაჩინონ რაღაც საკითხად და ეს არის ჩვეულებრივი კამპანია საღი აზრის წინააღმდეგ“
„პრობლემა რაშია, რომ ამ ყველაფრის მხარდამჭერი, გვერდში მდგომი არიან ის NGO-ები, ვნახეთ განცხადება, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, სწორედ იმისთვის, რომ ასეთ საინფორმაციო თავდასხმა განხორციელდეს ხოლმე საქართველოს წინააღმდეგ და ის მედიები, რომლებიც უცხოეთიდან, მოკლედ რა ვიცი, მედლებს მედლებზე იღებენ და დიპლომებს დიპლომებზე იღებენ სწორედ იმისთვის, რომ საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო შტურმის განხორციელებაში ეხმარებიან სხვადასხვა ჯგუფებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…