მსოფლიო ბანკმა ეკონომიკური მიმოხილვა - „ევროპა და ცენტრალური აზია: შენელებული ეკონომიკური ზრდა გლობალური გამოწვევებით“ გამოაქვეყნა
მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ეკონომიკური მიმოხილვა, რომლის მიხედვითაც ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ეკონომიკური ზრდა 2026 წელს 2.2%-მდე შენელდება. ანგარიშში ასევე ყურადღებაა გამახვილებული ხელოვნური ინტელექტის პოტენციალზე, სამუშაო ადგილებსა და პროდუქტიულობაზე.

ენერგორესურსებზე მაღალი ფასების, მომატებული გაურკვევლობისა და სავაჭრო პარტნიორების სუსტი ეკონომიკური ექსპანსიის ფონზე, ეკონომიკური ზრდა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში 2026 წელს, სავარაუდოდ, 2.2%-მდე შენელდება 2025 წლის 2.6 %-იანი ზრდის შემდეგ, - ამის შესახებ აღნიშნულია მსოფლიო ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ეკონომიკურ მიმოხილვაში, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, სამუშაო ადგილებს, ფირმებსა და პროდუქტიულობას ეხება.
მიმოხილვის მიხედვით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის კლება საყოველთაო ხასიათისაა და რეგიონის ქვეყნების უმეტესობის სუსტ მაჩვენებლებს ასახავს, „რუსეთის გამოკლებით, რომელზეც რეგიონის წარმოების დაახლოებით 40 პროცენტი მოდის, მოსალოდნელია ზრდის მაჩვენებლების 3%-მდე შემცირება 2026 წელს 2025 წელს არსებული 3.7%-იდან“. მიმოხილვის თანახმად, გლობალურ სასაქონლო ბაზრებზე გაჩენილმა შეფერხებებმა გაცილებით მნიშვნელოვანი გავლენა იქონია, ვიდრე თავიდან იყო ნავარაუდები.
„რეგიონის განვითარებადი ქვეყნები კვლავაც იჩენენ მედეგობას, რაც განპირობებულია ენერგომოხმარების შემცირებული ინტენსივობით, თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკის გატარებითა და მაღალი შიდა მოთხოვნით“, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ანტონელა ბასანიმ.
მისივე თქმით: „პროდუქტიულობის ასამაღლებლად და შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის კლების დასაბალანსებლად ქვეყნებს შეუძლიათ ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი გამოიყენონ საბაზისო საგანმანათლებლო და მენეჯერული უნარების გასაძლიერებლად და ამავდროულად, ამ ტექნოლოგიური ცვლილებისთვის შრომის ბაზრისა და სოციალური დაცვის ინსტიტუციების მოსამზადებლად“.
მსოფლიო ბანკის ინფორმაციის თანახმად, შრომის ბაზარზე ხელსაყრელმა პირობებმა, რეალური ხელფასების, ფულადი გზავნილების, ტურისტების რაოდენობისა და სახელმწიფო ინვესტიციების მატებამ ეკონომიკური ზრდა წაახალისა. სახელმწიფოს მხრიდან დროებითმა მხარდამჭერმა ღონისძიებებმა ნაწილობრივ შეაკავა ენერგორესურსების მაღალი ფასების ზემოქმედება შინამეურნეობებსა და ფირმებზე, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში ამის გამო ფისკალური წნეხი უფრო მეტად გაიზარდა.
როგორც ინფორმაციაში აღნიშნული, „ცენტრალური აზია ყველაზე სწრაფად მზარდ ქვე რეგიონად რჩება და მისი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, 2026 წლის შეფასებით, 5.8%-ით მოიმატებს. ყირგიზეთის რესპუბლიკაში ზრდის მაჩვენებელი პროგნოზის მიხედვით 9.6% იქნება, ხოლო უზბეკეთში 7.9%. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში 2026 წელს მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის 3.1%-მდე მატება 2025 წელს არსებული 2.6%-თან შედარებით, პოლონეთი კი გამორჩეულად ინარჩუნებს ცენტრალურ ევროპაში ზრდის მაღალ მაჩვენებელს 3.6%-ის დონეზე. ამავდროულად, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანებისა და ექსპორტის შეფერხების ფონზე, უკრაინაში მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის 1.2%-მდე შენელება“.
ინფორმაციის თანახმად, ენერგომატარებლებზე ფასების მატებამ ინფლაციის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნება განაპირობა, ხოლო ევროკავშირში ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპი და სხვა ქვეყნების მხრიდან მზარდი კონკურენცია უარყოფითად აისახება ექსპორტსა და სამრეწველო საქმიანობაზე, განსაკუთრებით, რეგიონის საავტომობილო ინდუსტრიის მიწოდების ჯაჭვებში.
„ვაჭრობის შემდგომი შეფერხება, საომარი მოქმედებების გაგრძელება უკრაინაში, ენერგომატარებლებზე, ტრანსპორტზე და სასუქზე დანახარჯების შემდგომი მატება, გლობალური დაფინანსების გამკაცრებული პირობები, ძირითადი სავაჭრო პარტნიორების სუსტი ეკონომიკური ზრდა და ექსტრემალური მეტეოროლოგიური მოვლენები კვლავ მნიშვნელოვან უარყოფით რისკებად რჩება.
ხელოვნური ინტელექტის შესახებ გამოყოფილ სპეციალურ თავში, ანგარიში მიუთითებს, რომ ის უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე რეგიონს ამჟამად შეუძლია მისი ათვისება. ყოველი ხუთი დასაქმებულიდან ერთი, ძირითადად უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდა კადრი, მუშაობს ისეთ პოზიციაზე, რომელზეც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაა შესაძლებელი. ამჟამად ათი ფირმიდან ერთზე ნაკლები იყენებს ხელოვნურ ინტელექტს და ისიც უმეტესწილად მარტივი ამოცანების შესასრულებლად.
რეგიონს ხელოვნური ინტელექტის გამოსაყენებლად ბევრი წინაპირობა აქვს, მათ შორის, თითქმის უნივერსალური მობილური დაფარვის, ენერგორესურსების ხელსაყრელი ღირებულებისა და ძლიერი ტექნიკური ნიჭის მქონე ადამიანების გამო. თუმცა, ანგარიში ხაზს უსვამს, რომ ხელოვნური ინტელექტის დანერგვას ხელს უშლის საბაზისო საგანმანათლებლო და მენეჯერული უნარების, ინტეგრირებული და თავსებადი მონაცემებისა და გამოთვლითი სიმძლავრეების ნაკლებობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
„მიუხედავად იმისა, რომ კერძო სექტორი უნდა იყოს ხელოვნური ინტელექტის დანერგვის, ადაპტაციისა და ინოვაციის წარმმართველი ძალა, მის გამოსაყენებლად შრომითი რესურსების მომზადება პოლიტიკის შემმუშავებლებს რეალურ შესაძლებლობას აძლევს, რომ დაძლიონ სამუშაო ადგილებთან დაკავშირებული გამოწვევები და უზრუნველყონ ეკონომიკური ზრდა. მომდევნო ათწლეულში ძირითადი რისკი, სავარაუდოდ, იქნება ხელოვნური ინტელექტის არასაკმარისი დანერგვა და ადაპტაცია რეგიონის მასშტაბით და არა გადამეტებული გამოყენება“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ივაილო იზვორსკიმ.
„არსებული დარგების ეფექტიანობის ამაღლების გარდა, ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ახალი პროდუქტების, სერვისების, პროფესიებისა და დარგების შექმნის ხელშეწყობა. ამის რეალობად ქცევის ორი მთავარი წინაპირობა არსებობს: გაუმჯობესებული უნარ-ჩვევები და კერძო კაპიტალის გაცილებით დიდი შემოდინება. მთავრობებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ ასეთი ნაკადების სტიმულირებას გამოთვლით ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის გაფართოების გზით, რითაც, მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, შეიქმნება გამოთვლითი სიმძლავრეების ექსპორტის შესაძლებლობები“, - აღნიშნულია მსოფლიო ბანკის მიმოხილვაში.
ციტატები სტატიიდან
„რუსეთის გამოკლებით, რომელზეც რეგიონის წარმოების დაახლოებით 40 პროცენტი მოდის, მოსალოდნელია ზრდის მაჩვენებლების 3%-მდე შემცირება 2026 წელს 2025 წელს არსებული 3.7%-იდან“
„რეგიონის განვითარებადი ქვეყნები კვლავაც იჩენენ მედეგობას, რაც განპირობებულია ენერგომოხმარების შემცირებული ინტენსივობით, თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკის გატარებითა და მაღალი შიდა მოთხოვნით“
„პროდუქტიულობის ასამაღლებლად და შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის კლების დასაბალანსებლად ქვეყნებს შეუძლიათ ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი გამოიყენონ საბაზისო საგანმანათლებლო და მენეჯერული უნარების გასაძლიერებლად და ამავდროულად, ამ ტექნოლოგიური ცვლილებისთვის შრომის ბაზრისა და სოციალური დაცვის ინსტიტუციების მოსამზადებლად“
„ცენტრალური აზია ყველაზე სწრაფად მზარდ ქვე რეგიონად რჩება და მისი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, 2026 წლის შეფასებით, 5.8%-ით მოიმატებს. ყირგიზეთის რესპუბლიკაში ზრდის მაჩვენებელი პროგნოზის მიხედვით 9.6% იქნება, ხოლო უზბეკეთში 7.9%. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში 2026 წელს მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის 3.1%-მდე მატება 2025 წელს არსებული 2.6%-თან შედარებით, პოლონეთი კი გამორჩეულად ინარჩუნებს ცენტრალურ ევროპაში ზრდის მაღალ მაჩვენებელს 3.6%-ის დონეზე. ამავდროულად, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანებისა და ექსპორტის შეფერხების ფონზე, უკრაინაში მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის 1.2%-მდე შენელება“
„ვაჭრობის შემდგომი შეფერხება, საომარი მოქმედებების გაგრძელება უკრაინაში, ენერგომატარებლებზე, ტრანსპორტზე და სასუქზე დანახარჯების შემდგომი მატება, გლობალური დაფინანსების გამკაცრებული პირობები, ძირითადი სავაჭრო პარტნიორების სუსტი ეკონომიკური ზრდა და ექსტრემალური მეტეოროლოგიური მოვლენები კვლავ მნიშვნელოვან უარყოფით რისკებად რჩება. ხელოვნური ინტელექტის შესახებ გამოყოფილ სპეციალურ თავში, ანგარიში მიუთითებს, რომ ის უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე რეგიონს ამჟამად შეუძლია მისი ათვისება. ყოველი ხუთი დასაქმებულიდან ერთი, ძირითადად უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდა კადრი, მუშაობს ისეთ პოზიციაზე, რომელზეც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაა შესაძლებელი. ამჟამად ათი ფირმიდან ერთზე ნაკლები იყენებს ხელოვნურ ინტელექტს და ისიც უმეტესწილად მარტივი ამოცანების შესასრულებლად. რეგიონს ხელოვნური ინტელექტის გამოსაყენებლად ბევრი წინაპირობა აქვს, მათ შორის, თითქმის უნივერსალური მობილური დაფარვის, ენერგორესურსების ხელსაყრელი ღირებულებისა და ძლიერი ტექნიკური ნიჭის მქონე ადამიანების გამო. თუმცა, ანგარიში ხაზს უსვამს, რომ ხელოვნური ინტელექტის დანერგვას ხელს უშლის საბაზისო საგანმანათლებლო და მენეჯერული უნარების, ინტეგრირებული და თავსებადი მონაცემებისა და გამოთვლითი სიმძლავრეების ნაკლებობა“
„მიუხედავად იმისა, რომ კერძო სექტორი უნდა იყოს ხელოვნური ინტელექტის დანერგვის, ადაპტაციისა და ინოვაციის წარმმართველი ძალა, მის გამოსაყენებლად შრომითი რესურსების მომზადება პოლიტიკის შემმუშავებლებს რეალურ შესაძლებლობას აძლევს, რომ დაძლიონ სამუშაო ადგილებთან დაკავშირებული გამოწვევები და უზრუნველყონ ეკონომიკური ზრდა. მომდევნო ათწლეულში ძირითადი რისკი, სავარაუდოდ, იქნება ხელოვნური ინტელექტის არასაკმარისი დანერგვა და ადაპტაცია რეგიონის მასშტაბით და არა გადამეტებული გამოყენება“
„არსებული დარგების ეფექტიანობის ამაღლების გარდა, ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ახალი პროდუქტების, სერვისების, პროფესიებისა და დარგების შექმნის ხელშეწყობა. ამის რეალობად ქცევის ორი მთავარი წინაპირობა არსებობს: გაუმჯობესებული უნარ-ჩვევები და კერძო კაპიტალის გაცილებით დიდი შემოდინება. მთავრობებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ ასეთი ნაკადების სტიმულირებას გამოთვლით ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის გაფართოების გზით, რითაც, მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, შეიქმნება გამოთვლითი სიმძლავრეების ექსპორტის შესაძლებლობები“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.