ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

CBS News: ისრაელი მზად იყო ჩამოეგდო Fly Dubai-ს თვითმფრინავი, რომელშიც ისრაელის 150-ზე მეტი მოქალაქე იმყოფებოდა

CBS News-ის ინფორმაციით, ისრაელი მზად იყო ჩამოეგდო Fly Dubai-ს თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 150-ზე მეტი ისრაელის მოქალაქე იმყოფებოდა, მას შემდეგ, რაც მეორე პილოტმა კაპიტანი სავარაუდოდ დაჭრა და თვითმფრინავის გატაცება სცადა. საბოლოოდ, თვითმფრინავმა კურსი საუდის არაბეთისკენ შეიცვალა და თაბუკში დაეშვა.

CBS News: ისრაელი მზად იყო ჩამოეგდო Fly Dubai-ს თვითმფრინავი, რომელშიც ისრაელის 150-ზე მეტი მოქალაქე იმყოფებოდა
CBS News: ისრაელი მზად იყო ჩამოეგდო Fly Dubai-ს თვითმფრინავი, რომელშიც ისრაელის 150-ზე მეტი მოქალაქე იმყოფებოდაიმედინიუსი

ისრაელი მზად იყო, Fly Dubai-ს სამგზავრო თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც ისრაელის 150-ზე მეტი მოქალაქე იმყოფებოდა, ჩამოეგდო მას შემდეგ, რაც პილოტს კაბინაში თავს დაესხნენ. ინფორმაციას CBS News-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასულ კვირას დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით მიმავალი Fly Dubai-ს თვითმფრინავი ისრაელს უახლოვდებოდა, როდესაც, მეორე პილოტმა კაპიტანი სავარაუდოდ დანით დაჭრა და თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, იუწყება ტელეარხი.

წყაროების ინფორმაციით, ისრაელს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების სცენარის მსგავსი შემთხვევებისთვის წინასწარ შემუშავებული პროცედურა აქვს.

მას შემდეგ, რაც თვითმფრინავმა დაახლოებით 14 ათასი ფუტით სიმაღლე დაკარგა, ისრაელის საჰაერო ძალებმა კაბინასთან დაკავშირება სცადეს, თუმცა პასუხი ვერ მიიღეს. მალევე შეიკრიბა სპეციალური კომიტეტი და შეიქმნა სამეთაურო ცენტრი.

ისრაელმა საბრძოლო თვითმფრინავები ჰაერში ააფრინა და ქვეყნის საჰაერო სივრცე დახურა. თუმცა, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ თვითმფრინავმა ისრაელიდან დაახლოებით 400 მილის დაშორებით კურსი საუდის არაბეთისკენ შეცვალა და საუდის არაბეთმაც საკუთარი ავიაცია აამოქმედა, ისრაელმა საბრძოლო თვითმფრინავები მოაბრუნა.

თვითმფრინავის კაპიტანმა შეძლო მეორე პილოტის თავდასხმის მოგერიება და მგზავრებისთვის მფრინავების კაბინის კარის გაღება. ამის შემდეგ ისრაელელმა მგზავრებმა და ეკიპაჟის წევრებმა მეორე პილოტის განეიტრალება შეძლეს. ბორტზე მყოფმა სხვა ორმა პილოტმა კი თვითმფრინავის მართვა გადაიბარეს და საუდის არაბეთის ქალაქ თაბუკში დაეშვნენ.

CBS News-ის წყაროების ცნობით, თუ თვითმფრინავი ისრაელის საზღვარს გარკვეული დისტანციით მიუახლოვდებოდა, ისრაელი იორდანიის საჰაერო სივრცეშიც გაგზავნიდა საბრძოლო თვითმფრინავებს სიტუაციის შესაფასებლად.

გამანადგურებლების პილოტები თვითმფრინავს მაქსიმალურად მიუახლოვდებოდნენ, რათა კაბინაში ვიზუალური კონტაქტის დამყარება და პილოტის მდგომარეობის შეფასება ეცადათ. შემდეგ ისინი ანალოგიურად შეამოწმებდნენ სამგზავრო სალონს, რათა დაედგინათ, რა მდგომარეობაში იმყოფებოდნენ მგზავრები.

თუ სალონში პანიკის ნიშნები გამოჩნდებოდა, პილოტები მიღებულ ინფორმაციას საჰაერო ძალებსა და წინასწარ შექმნილ კომიტეტს გადასცემდნენ.

თუ დადგინდებოდა, რომ თვითმფრინავი გაიტაცეს, პოტენციური გამტაცებლები რადიოკავშირზე არ გამოდიან და რაიმე მოთხოვნას არ აყენებენ, კომიტეტი თავდაცვის მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს სატელეფონო შეტყობინებას უგზავნის.

წყაროების ინფორმაციით, ისრაელის მოქმედი პროტოკოლი ითვალისწინებს ისრაელის მიმართულებით მიმავალი თვითმფრინავის ჩამოგდებას, თუკი დადგინდება, რომ ის კონტროლიდან გასულია და საფრთხეს წარმოადგენს. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლება მხოლოდ პრემიერ-მინისტრს აქვს.

CBS News-ის წყაროების თქმით, სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდება შესაძლოა უფრო ნაკლებ მსხვერპლად ჩაითვალოს, ვიდრე სცენარი, რომლის დროსაც ლაინერი ისრაელის ტერიტორიაზე მდებარე მნიშვნელოვან ობიექტს, მათ შორის თელ-ავივის აზრიელის ცათამბჯენებს, აეროპორტს ან სხვა „მაღალი ღირებულების სამიზნეს“ დაეჯახება.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.