პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურაშინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიების მიხედვით, ბრალდებული ტურისტული კომპანიის წარმომადგენლად გაეცნო დაზარალებულებს და ავიაკომპანიის ბილეთებისა და სასტუმრო ჯავშნებისთვის განკუთვნილი 40 000 ლარი მიისაკუთრა.

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
ინტერპრესნიუსი

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაზარალებულებს ბრალდებულის ქმედებით 40 000 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგათ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაზარალებულებს ტურისტული კომპანიის წარმომადგენლად გაეცნო და თითქოსდა, ავიაკომპანიის ბილეთების შესაძენად და სასტუმროების ჯავშნისთვის, მის ანგარიშზე თანხა ჩაარიცხვინა, რაც სრულად მიისაკუთრა. ბრალდებულის ქმედებით დაზარალებულებს დიდი ოდენობით, 40 000 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგათ.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
  3. ტაბულაოპოზიციური90 500 ლარი მოტყუებით მიისაკუთრა - პროკურატურამ 1 პირს ბრალდება წარუდგინა
  4. BM.GEოპოზიციური„კრიპტოინვესტიციით“ მითვისებული ₾90,500 - პროკურატურამ თაღლითობის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა
  5. ფორმულაოპოზიციურიდაზარალებულების კუთვნილ 90 500 ლარი მოტყუებით მიისაკუთრა - 1 პირს ბრალდება წარედგინა
  6. იმედინიუსისამთავრობოპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები