პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიმდინარე888 ჩანაწერისაკონსტიტუციო სასამართლო: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეგიორგი კახიანი: ჩვენ აბსურდულს ვუწოდებთ მათ პოზიციებს, ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილმაც კი ეს დაინახა და მასაც კი არ მოსწონს, მისი პარტიის წარმომადგენლები როგორ პოზიციონირებენ საკონსტიტუციო სასამართლოში888 ჩანაწერი · 13 მედია

დავით მათიკაშვილი: წლების განმავლობაში ვაკვირდებით პროცესს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში, სადაც პოლიტიკური პარტიები იკრძალება, მედიასაშუალებები იხურება და ამ პროცესს ევრო ბიუროკრატია ნათლავს დემოკრატიის წინსვლად

საკონსტიტუციო სასამართლო

დეპუტატი დავით მათიკაშვილი ევრობიუროკრატიას ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ კანდიდატ ქვეყნებში პარტიების აკრძალვას დემოკრატიად ნათლავენ, ხოლო საქართველოში მსგავსი პროცესის დისკრედიტაციას ცდილობენ.

დავით მათიკაშვილი: წლების განმავლობაში ვაკვირდებით პროცესს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში, სადაც პოლიტიკური პარტიები იკრძალება, მედიასაშუალებები იხურება და ამ პროცესს ევრო ბიუროკრატია ნათლავს დემოკრატიის წინსვლად
იმედინიუსი

წლების განმავლობაში ვაკვირდებით პროცესს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში, სადაც პოლიტიკური პარტიები იკრძალება, მედიასაშუალებები იხურება და ამ პროცესს ევრო ბიუროკრატია ნათლავს დემოკრატიის წინსვლად, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტთან.

„არც ერთი მაკრიტიკებელი განცხადება ამ პროცესისა ჩვენ ევრო ბიუროკრატიიდან არ გაგვიგია, ხოლო როგორც კი საქართველოში თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის პრინციპიდან გამომდინარე ანტიკონსტიტუციური სახელმწიფო წეს-წყობილების წინააღმდეგ მიმართული პარტიების აკრძალვაზე წარედგინა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს, ამხელდნენ ქართველი ხალხის, ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ და არაერთგზის იყო მცდელობა მოეხდინათ ამ პროცესის დისკრედიტაცია“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

21 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში, კონსტიტუციური სარჩელის განხილვა იწყება. პარტიების აკრძალვაზე ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორების იმედზეა, თუმცა აქაც სახეზეა ორმაგი სტანდარტი. პარტიები აკრძალეს უკრაინასა და მოლდოვაში, თუმცა შეფასებები ამ მიმართულებით არ მოგვისმენია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოროგორც კი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პარტიების აკრძალვაზე წარედგინა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს, ამხედრდნენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ - დავით მათიკაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დავით მათიკაშვილი: როდესაც აგენტურულ პარტიებს საქართველოს პოლიტიკური ველიდან პირდაპირ გაქრობის საფრთხე დაუდგათ, ევრობიუროკრატიამ აიმაღლა ხმა და მაქსიმალურად ცდილობენ, ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინონწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები