პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ყაზახეთი რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის გამო, საზღვარზე შემოწმებას ამკაცრებს

ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტრო რუსეთში, ირკუტსკის ოლქში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის გამო საზღვარზე შემოწმებას ამკაცრებს. რუსული უწყების თქმით, ლაბორანტის გარდაცვალების საქმეზე ჩატარებულმა კვლევამ პათოგენი ვერ გამოავლინა.

ყაზახეთი რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის გამო, საზღვარზე შემოწმებას ამკაცრებს
ყაზახეთი რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის გამო, საზღვარზე შემოწმებას ამკაცრებსBM.GE

ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ყურადღებით აკვირდებიან რუსეთის ირკუტსკის ოლქის არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას და საზღვარზე დამატებითი ზომებს იღებენ. ამ ზომებს შორის არის საკარანტინო კონტროლი სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში.

ქვეყნის ჯანდაცვის უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, მოგზაურობის შემდეგ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას და ჯანდაცვის მუშაკებს აცნობონ მოგზაურობის ზუსტი ადგილი და თარიღი. ამასთან, უწყება მოსახლეობას ურჩევს, ინფორმაციის მისაღებად მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს დაეყრდნონ.

2 ოქტომბერს რუსეთის ირკუტსკის ოლქის ქალაქ შელეხოვის საავადმყოფოში გარდაიცვალა ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის თანამშრომელი. გარდაცვლილი 28 წლის ლაბორანტი დარია შიპილოვაა. საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ცნობებით, ერთი კვირით ადრე მას სამუშაო ადგილზე გაუტყდა ჭირის გამომწვევი შემცველი სინჯარა, რის შემდეგაც ცუდად გახდა და საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც 2 ოქტომბერს გარდაიცვალა. შიპილოვასთან კონტაქტში მყოფი დაახლოებით 200 ადამიანი კი კარანტინში მოათავსეს. რუსეთში მომხდარ შავი ჭირის შესაძლო შემთხვევას აშშ-ც სწავლობს.

რუსეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ეროვნული სააგენტოს [Роспотребнадзор] განცხადებით, ჩატარებულმა კვლევამ ვერ გამოავლინა პათოგენი, რომელიც ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის თანამშრომლის გარდაცვალებას უკავშირდება. კერძოდ, Роспотребнадзор-ის ინფორმაციით, დარია შიპილოვას ბიოლოგიურ მასალაში მის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული პათოგენები ვერ აღმოაჩინეს, ინსტიტუტში კი მიკროორგანიზმებთან დაკავშირებული არანაირი ინციდენტი არ დაფიქსირებულა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმედია - ყირგიზეთმა, უზბეკეთმა და ყაზახეთმა, რუსეთში, შავი ჭირის კვლევის ინსტიტუტში ლაბორანტის გარდაცვალების გამო, საზღვრებზე უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს
  2. ფორმულაოპოზიციურირუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის გამო 3 ქვეყანა საზღვრის კონტროლს აძლიერებს
  3. ალიაოპოზიციურირუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის გამო 3 ქვეყანა საზღვრის კონტროლს აძლიერებს
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ირკუტსკში გარდაიცვალა ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის თანამშრომელიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები