ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ირკუტსკში გარდაიცვალა ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის თანამშრომელი

ირკუტსკის ოლქის ქალაქ შელეხოვის საავადმყოფოში ირკუტსკის ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის თანამშრომელი გარდაიცვალა. მედიის ცნობით, გარდაცვლილია 28 წლის ლაბორანტი დარია შიპილოვა, რომელსაც სავარაუდოდ სამუშაო ადგილზე სინჯარა გაუტყდა. კონტაქტში მყოფი დაახლოებით 200 ადამიანი კარანტინშია მოთავსებული, ხოლო საავადმყოფოში ნაწილობრივი კარანტინია გამოცხადებული. ოფიციალური დადასტურება იმის შესახებ, რომ გარდაცვალების მიზეზი ჭირია, ამეტაპისთვის არ არსებობს.

ირკუტსკში გარდაიცვალა ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის თანამშრომელი
ირკუტსკში გარდაიცვალა ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის თანამშრომელირადიო თავისუფლება

ირკუტსკის ოლქის ქალაქ შელეხოვის საავადმყოფოში გარდაიცვალა ირკუტსკის ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის თანამშრომელი. „რია ნოვოსტი“ საავადმყოფოზე დაყრდნობით იუწყება გარდაცვალების შესახებ „ინფექციური დაავადებით, რომლის ბუნებაც დგინდება“. ტელეგრამის არხები Mash და Baza, ასევე გამოცემა „ლიუდი ბაიკალა“ წერენ, რომ საქმე ეხება ფილტვის ჭირს.

„ლიუდი ბაიკალას“ მონაცემებით, გარდაცვლილი არის 28 წლის ლაბორანტი დარია შიპილოვა. გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე მან, როგორც გამოცემა ამტკიცებს, სამუშაო ადგილზე გაუტყდა ჭირის გამომწვევის შემცველი სინჯარა, რის შემდეგაც ცუდად გახდა და ის საავადმყოფოში მოათავსეს. შიპილოვა 1-2 ოქტომბრის ღამეს გარდაიცვალა.

შიპილოვასთან კონტაქტში მყოფი დაახლოებით 200 ადამიანი გამოიკვლიეს და კარანტინში მოათავსეს, წერს „ლიუდი ბაიკალა“.

კარანტინი გამოცხადდა შელეხოვის საავადმყოფოშიც, სადაც პაციენტი იმყოფებოდა: გამოცემა „ბორუსის“ მონაცემებით, 1 ოქტომბრიდან იქ შეჩერებულია რამდენიმე განყოფილების პაციენტების მიღება და გაწერა.

ჭირის პნევმონიური ფორმა შესაძლოა ადამიანისგან ადამიანს გადაეცეს ჰაერ-წვეთოვანი გზით. ამასთან, იმის ოფიციალური დადასტურება, რომ შიპილოვას გარდაცვალების მიზეზი სწორედ ჭირი გახდა, მოყვანილ ცნობებში ამ ეტაპზე არ მოიპოვება.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.