ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სტუდენტების მასშტაბურ აქციას საფრანგეთში სხვადასხვა ორგანიზაციები შეუერთდნენ

საფრანგეთში სტუდენტებისა და მოსწავლეების მასშტაბური პროტესტი გრძელდება, სადაც ისინი განათლების სტანდარტებსა და კადრების დეფიციტს აპროტესტებენ. აქციებს რამდენიმე ორგანიზაცია, მათ შორის მასწავლებელთა პროფკავშირი შეუერთდა. პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ კვირას სამოქმედო გეგმა წარადგინა.

სტუდენტების მასშტაბურ აქციას საფრანგეთში სხვადასხვა ორგანიზაციები შეუერთდნენ
სტუდენტების მასშტაბურ აქციას საფრანგეთში სხვადასხვა ორგანიზაციები შეუერთდნენფორმულა

საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება.

საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორებმა სტუდენტების მხარდასაჭერად დღევანდელი დღე მოქმედების დღედ გამოაცხადეს.

მოსწავლეები ქუჩაში გასულ კვირას გავიდნენ. ისინი მასწავლებლების ნაკლებობას დ განათლების სტანდარტებს აპროტესტებდნენ.

სტუდენტების განცხადებით, განათლებაში ინვესტიციების გაზრდას მოითხოვენ.

რამდენიმე ქალაქში დემონსტრანტებმა სკოლები დაარბიეს, ამის გამო 500-მდე სასწავლებელი დროებით დაიხურა.

აქციების დროს დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა.

ბოლო მონაცემებით, დაკავებულთა რიცხვი 5 ათასამდე გაიზარდა.

სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადა რამდენიმე ორგანიზაციამ. მათ შორის მასწავლებელთა პროფკავშირმაც.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ კვირას წარადგინა სამოქმედო გეგმა და ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდა, განათლების სისტემაში კადრების დეფიციტის აღმოფხვრა პრიორიტეტად დაისახონ.

მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საფრანგეთის პრემიერმა გამოაცხადა, რომ ოთხშაბათიდან პარასკევამდე სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები