ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საფრანგეთში სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები გრძელდება - დახურულია 400 სკოლა

საფრანგეთში სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები გრძელდება, რომელთა მონაწილეები სკოლების დაფინანსების ნაკლებობას, მასწავლებლების დეფიციტსა და სასწავლო პირობების გაუარესებას აპროტესტებენ. გავრცელებული მონაცემებით, დაზიანდა დაახლოებით 100 სკოლა, დაშავდა 40 სკოლის დირექტორი, დაკავებულია თითქმის 3 000 მოსწავლე და დახურულია 400-მდე სკოლა.

საფრანგეთში სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები გრძელდება - დახურულია 400 სკოლა
საფრანგეთში სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები გრძელდება - დახურულია 400 სკოლაინტერპრესნიუსი

საფრანგეთის განათლების სამინისტროს უახლესი მონაცემებით, სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების დროს დაახლოებით 100 სკოლა სერიოზულად დაზიანდა, ხოლო 40 სკოლის დირექტორი დაშავდა, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ დაკავებულია 15-დან 18 წლამდე ასაკის თითქმის 3 000 მოსწავლე; მათ შორის 1 949 მხოლოდ ხუთშაბათს დააკავეს.

იუსტიციის მინისტრმა ჟერალ დარმანინმა ადგილობრივ პროკურორებს მოუწოდა, აღძრან სამოქალაქო სამართლებრივი სარჩელები, რათა მშობლები ფინანსური პასუხისმგებლობა დაეკისროთ მშობლებს მათი შვილების მიერ მიყენებულ ზიანის გამო. ამავდროულად, განათლების მინისტრმა ედუარ ჟეფრეიმ მშობლებს დახმარება სთხოვა და გააფრთხილა, რომ „ბავშვებს ქუჩაში საფრთხე ემუქრებათ“.

დასავლური მედია წერს, რომ დაძაბულობის განმუხტვის ნიშნები არ ჩანს; პირველი ინციდენტები დაფიქსირდა სტრასბურგში, ჟან როსტანის სახელობის საშუალო სკოლასთან და მარსელში, სიმონ ვეილის სახელობის საშუალო სკოლასთან. დღეს დაახლოებით 400 სკოლა დაკეტილი რჩება.

ცნობისთვის, საფრანგეთში მოსწავლეები სკოლებთან საპროტესტო აქციებს უკვე ერთ კვირაზე მეტია მართავენ. საფრანგეთის მასშტაბით მოსწავლეები სკოლების დაფინანსების ნაკლებობას, მასწავლებლების დეფიციტსა და სასწავლო პირობების გაუარესებას აპროტესტებენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ბავშვებს ქუჩაში საფრთხე ემუქრებათ“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
„მიუღებელი ძალადობის კლიმატი, განსაკუთრებით სამართალდამცველების წინააღმდეგ“ - საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, აქციებზე 625 ადამიანი დააკავეს, დაშავდა 83 პოლიციელიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები