პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საფრანგეთის პრემიერმა გამოაცხადა, რომ ოთხშაბათიდან პარასკევამდე სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერდება

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნიუმ განაცხადა, რომ ოთხშაბათიდან პარასკევამდე სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერდება. გადაწყვეტილება მიღებულია უფროსკლასელთა მასშტაბური პროტესტის ფონზე, რომლებიც სკოლებში დამატებით დაფინანსებას და რესურსების გაზრდას ითხოვენ.

საფრანგეთის პრემიერმა გამოაცხადა, რომ ოთხშაბათიდან პარასკევამდე სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერდება
საფრანგეთის პრემიერმა გამოაცხადა, რომ ოთხშაბათიდან პარასკევამდე სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერდებაიმედინიუსი

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ გამოაცხადა, რომ ოთხშაბათიდან პარასკევამდე სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერდება. გადაწყვეტილების მიზანი უფროსკლასელების მოსმენაა, რომელთა მასშტაბურმა საპროტესტო აქციებმაც ბოლო დღეებში მთელი ქვეყანა მოიცვა.

ლეკორნიუს განცხადებით, აუცილებელია მოსწავლეებთან „შიდა დემოკრატიისთვის დროის“ გამოყოფა, რომლებიც სამშაბათს ქუჩებში კიდევ ერთხელ გამოვიდნენ და სასწავლო დაწესებულებების დამატებითი დაფინანსება მოითხოვეს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ეროვნული განათლების მინისტრმა ედუარ ჟეფრემ გადაწყვიტა გამოყოს დრო, „რათა თითოეულ ადმინისტრაციულ გუნდს და ლიცეუმის დირექტორს ჰქონდეს შესაძლებლობა, ლიცეუმის ფარგლებში უზრუნველყოს შიდა დემოკრატიის პროცესი“.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა მკაცრად დაგმო „უკიდურესი ძალადობა“, რომელიც, მისი თქმით, „სკოლების კარზე აკაკუნებს“.

ფრანგი უფროსკლასელების პროტესტი უპირველეს ყოვლისა განათლების სისტემაში რესურსების ნაკლებობას უკავშირდება. მოსწავლეები ითხოვენ მასწავლებელთა და სკოლის პერსონალის რაოდენობის გაზრდას, კლასებში მოსწავლეთა სიმჭიდროვის შემცირებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და სასწავლო დატვირთვის შემსუბუქებას. მათი ცალკეული მოთხოვნაა უმაღლეს სასწავლებლებში მიღების სისტემის რეფორმირებაც.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რათა თითოეულ ადმინისტრაციულ გუნდს და ლიცეუმის დირექტორს ჰქონდეს შესაძლებლობა, ლიცეუმის ფარგლებში უზრუნველყოს შიდა დემოკრატიის პროცესი“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
სტუდენტების მასშტაბურ აქციას საფრანგეთში სხვადასხვა ორგანიზაციები შეუერთდნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები