ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

საფრანგეთში დღეს მასშტაბური საპროტესტო აქციები იგეგმება

საფრანგეთში სკოლის მოსწავლეებისა და მათი მხარდამჭერების მასშტაბური საპროტესტო აქციები იგეგმება. მოსწავლეები განათლების სფეროში დაფინანსების გაზრდას და პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. გავრცელებული ინფორმაციით, აქციების დროს დაშავდა სულ მცირე 190 მოსწავლე, ხოლო 5 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მიუხედავად მთავრობის მიერ დაანონსებული ზომებისა, პროტესტის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ კონკრეტული შეთავაზება არ მიუღიათ.

საფრანგეთში დღეს მასშტაბური საპროტესტო აქციები იგეგმება
საფრანგეთში დღეს მასშტაბური საპროტესტო აქციები იგეგმებაინტერპრესნიუსი

საფრანგეთში დღეს სკოლის მოსწავლეებისა და მათი მხარდამჭერების მასშტაბური საპროტესტო აქციები იგეგმება, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ორგანიზატორებმა საზოგადოებას აქციების ქვეყნის მასშტაბით გამართვისკენ მოუწოდეს იმ მოსწავლეების მხარდასაჭერად, რომლებიც განათლების სფეროში დაფინანსების გაზრდას და პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ ითხოვენ.

დემონსტრაციების დროს მოსწავლეებმა ასობით სასწავლებელი დაბლოკეს; დაშავდა სულ მცირე 190 მოსწავლე, 5 000-ზე მეტი ადამიანი კი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ორშაბათს სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ერთ-ერთმა მოსწავლემ ხელი დაკარგა. ამასთან, გასულ კვირას კიდევ ერთ მოსწავლეს თავში ცრემლსადენი გაზის ყუმბარა მოხვდა.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობამ მათი მოთხოვნების მოსაგვარებლად საჭირო ზომები დააანონსა, პროტესტის ერთ-ერთმა მთავარმა ორგანიზატორმა, Union Syndicale Lycéenne-მა კი აღნიშნა, რომ მთავრობას „არაფერი კონკრეტული“ არ შეუთავაზებია. ორგანიზაციამ საზოგადოებას მოუწოდა, დღევანდელ აქციებს შეუერთდნენ. სტუდენტების მიმართ მხარდაჭერა სხვა ორგანიზაციებმაც გამოხატეს; კერძოდ, მასწავლებელთა პროფკავშირმა SNES-FSU-მ თავის წევრებს სამშაბათს დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.