“სამხრეთ-ოსეთის დახმარებისთვის” კამბოლოვი კადიროვს მადლობას უხდის
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა მარატ კამბოლოვმა ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვს დაბადების დღე მიულოცა და რეგიონისთვის გაწეული სოციალურ-ეკონომიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, მარატ კამბოლოვის განცხადებით, “ჩეჩნეთის რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთს სოციალურ-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უწევს”.
ამის შესახებ კამბოლოვმა ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვისთვის 5 ოქტომბერს გაგზავნილ საიუბილეო მილოცვაში განაცხადა. წერილი სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„სოციალურ-ეკონომიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა, რომელსაც ჩეჩნეთის რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთს უწევს, ჩვენი ხალხების სოლიდარობის, ურთიერთპატივისცემისა და ძმური მხარდაჭერის ნამდვილ გამოხატულებად იქცა“, – თქვა კამბოლოვმა.
კამბოლოვმა ასევე აღნიშნა, რომ კადიროვის საქმიანობას ჩეჩნეთის ლიდერის პოსტზე „მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რუსეთის ფედერაციის ერთიანობისა და უსაფრთხოების განვითარებასა და განმტკიცებაში“.
ამასთან, კამბოლოვის განცხადებაში არ აკონკრეტებს, კონკრეტულად რა სახის დახმარებას ან რა პროექტებს გულისხმობს ჩეჩნეთის მხრიდან გაწეულ სოციალურ-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერაში.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ციტატები სტატიიდან
„სოციალურ-ეკონომიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა, რომელსაც ჩეჩნეთის რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთს უწევს, ჩვენი ხალხების სოლიდარობის, ურთიერთპატივისცემისა და ძმური მხარდაჭერის ნამდვილ გამოხატულებად იქცა“
„მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რუსეთის ფედერაციის ერთიანობისა და უსაფრთხოების განვითარებასა და განმტკიცებაში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.