ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

კრემლის მიერ მხარდაჭერილმა კამბოლოვმა ოკუპირებულ ცხინვალში ხმების 88.4% მიიღო

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გამართული დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა მარატ კამბოლოვმა ხმების 88.4% მიიღო. არჩევნებს, რომელიც კრემლის მხარდაჭერით ტარდებოდა, საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო თანამეგობრობის ნაწილი უკანონოდ აფასებს.

კრემლის მიერ მხარდაჭერილმა კამბოლოვმა ოკუპირებულ ცხინვალში ხმების 88.4% მიიღო
კრემლის მიერ მხარდაჭერილმა კამბოლოვმა ოკუპირებულ ცხინვალში ხმების 88.4% მიიღონეტგაზეთი

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა მარატ კამბოლოვმა ხმების 88.4% მიიღო.

დე ფაქტო ცესკოს მონაცემებით, ეს შედეგი 40%-იანი ბიულეტენების დათვლის შემდეგ, 18 სექტემბრის 23:00 საათისთვის იყო დაფიქსირებული. არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 73.2% შეადგინა.

კამბოლოვს, რომელსაც რუსეთიდან დანიშნულ და კრემლის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატად მოიხსენიებდნენ, არჩევნებამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საჯაროდ დაუჭირა მხარი. ივლისში პუტინმა კამპოლოვი კრემლშიც მიიღო.

კამბოლოვი დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი 2026 წლის ივნისში გახდა, მას შემდეგ, რაც ალან გაგლოევმა თანამდებობა დატოვა და რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლად გადავიდა. კამბოლოვი რუსეთის მოქალაქეა და მანამდე რუსულ სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობდა.

არჩევნებში კამბოლოვის გარდა კიდევ სამი კანდიდატი მონაწილეობდა.

არჩევნები საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ნაწილის მიერ უკანონოდ არის შეფასებული.

რუსეთის მოქალაქე კამბოლოვი “სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის” კანდიდატად წარადგინეს

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.