ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში პრეზიდენტს ირჩევენ

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს. პრეზიდენტობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძვის: მარატ კამბოლოვი, ზურაბ კოკოევი, მურატ ვალიევი და ყაზბეკ კოდოევი. გახსნილია 70 საარჩევნო უბანი ადგილზე, ასევე რამდენიმე უბანი ჩრდილოეთ ოსეთსა და მოსკოვში. არჩევნებს საერთაშორისო და რუსი დამკვირვებლები აკვირდებიან.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში პრეზიდენტს ირჩევენ
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში პრეზიდენტს ირჩევენნეტგაზეთი

დღეს, 18 სექტემბერს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში მოსახლეობა ე.წ. პრეზიდენტს ირჩევს.

რუსეთის მოქალაქე კამბოლოვი “სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის” კანდიდატად წარადგინეს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძვის: დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მარატ კამბოლოვი, რომელიც ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა; ზურაბ კოკოევი, პარტია „ერთიანობის“ კანდიდატი; მურატ ვალიევი, პარტია „ალანიის პატრიოტების“ კანდიდატი; და ყაზბეკ კოდოევი, რომელიც ასევე ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა.

ე.წ. არჩევნებისთვის სულ 70 საარჩევნო უბანია გახსნილი. დამატებით ოთხი უბანია გახსნილი ჩრდილოეთ ოსეთში და ერთი – მოსკოვში. ოფიციალური ცნობით, სულ 40 ათასი ბიულეტენი დაიბეჭდა.

ცხინვალის ცნობითვე, არჩევნებს 60-ზე მეტი დამკვირვებელი დააკვირდება – “მათ შორის რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს, ფედერაციის საბჭოსა და რუსეთის ცესკოს წარმომადგენლები, ასევე დამკვირვებლები ვენესუელიდან, არგენტინიდან, ბელარუსიდან, სომხეთიდან, აფხაზეთიდან, ბულგარეთიდან, ინდოეთიდან და სხვა ქვეყნებიდან”.

ე.წ. პრეზიდენტი ხუთი წლის ვადით აირჩევა. ერთი და იგივე პირი აღნიშნულ თანამდებობას ზედიზედ ორზე მეტი ვადით ვერ დაიკავებს.

დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყება გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.