პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

უკრაინული დრონების იერიში მოსკოვზე - რეგიონის უდიდესი ნავთობობიექტი იწვის

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით მიიტანა იერიში. რუსული მხარის ცნობით, დაიღუპა ორი და დაშავდა ცხრა ადამიანი, დაზიანდა კერძო სახლები. ხანძარი გაჩნდა "ვოლოდარსკაიას" ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე.

უკრაინული დრონების იერიში მოსკოვზე - რეგიონის უდიდესი ნავთობობიექტი იწვის
ფორმულა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა.

რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა.

მოსკოვის ოლქის გუბერნატორის ანდრეი ვორობიოვის ინფორმაციით შვიდ მუნიციპალიტეტში 47 კერძო სახლი დაზიანდა.

მედიის ინფორმაციით, მოსკოვის ოლქში ხანძარი "ვოლოდარსკაიას" ხაზობრივ საწარმოო-სადისპეტჩერო სადგურის ტერიტორიაზე გაჩნდა.

"ვოლოდარსკაია" შედის "ტრანსნეფტეპროდუქტის" შემადგენლობაში და ღია წყაროებში მოსკოვის რეგიონის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობტერმინალად და მოსკოვისა და მოსკოვის ოლქისთვის ნავთობპროდუქტების მიწოდების მნიშვნელოვან კვანძად არის მოხსენიებული.

სააგენტო ТАСС უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ მოსკოვზე განხორციელებულ 5-6 ოქტომბრის ღამის შეტევას ბოლო ორი წლის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ თავდასხმად აფასებს.

საჰაერო საფრთხის გამო, თურქეთიდან მოსკოვისკენ მიმავალი ოთხი თვითმფრინავი უკან დაბრუნდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ბათუმელებიოპოზიციურიღამით ასობით უკრაინულმა დრონმა შეუტია მოსკოვის ოლქს
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მოსკოვზე დრონებით შეტევის ერთ-ერთი სამიზნე სავარაუდოდ, უმსხვილესი ნავთობბაზა იყოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები